სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ალიანც არენაზე სეზონის ისტორიული ფინალის მოლოდინში

ჩემპიონის ტიტულის ბედი ალიანც არენაზე გადაწყდება. ამ მომენტს გულშემატკივრები დიდ ხანს ელოდებოდნენ. ბაიერნს შაბათის შეხვედრაში ფრანკფურტის წინააღმდეგ ზედიზედ მეშვიდე ვერცხლის სინის მოსაპოვებლად ფრეც ეყოფა. "საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ. გამარჯვების მოსაპოვებლად ყველა ძალას დავხარჯავთ", განაცხადა ლაიპციგთან მატჩის შემდეგ ლეონ გორეცკამ.

"ატმოსფერო მიუნხენში განუმერეობელი იქნება. ზუსტად იგივე 19 წლის წინ ხდებოდა", გაიხსენა ნიკო კოვაჩმა. 1999/00 წწ. სეზონის დასკვნით ტურში ბაიერნმა ბრემენს ანგარიშით 3:1 სძლია. პარალელურ შეხვედრაში ლევერკუზენმა უნტერჰაკინგს ვერ სძლია და შესაბამისად ჩემპიონის ტიტული მიუნხენელებმა მოიპოვეს.

ბოლო 12 შემთხვევიდან 11-ში რეკორდმაისტერი სინს გასვლით მატჩებში იგებდა. ერთადერთი გამონაკლისი 2014/15 წწ. სეზონი გახდა. მიუნხენელებმა საკუთარ მოედანზე ჰერტას სძლიეს (1:0), მეორე დღეს ვოლფსბურგი გლადბახში დამარცხდა (0:1), "მგლების" ამ წარუმატებლობამ ბაიერნს ჩემპიონობა მოუტანა.

დარჩენილ შემთხვევებში მიუნხენელები, რაც ჰამბურგში (2001) ბოლო წუთებზე ლეგენდარულ ჩემპიონობასაც შეიცავს, ბუნდესლიგაში ტრიუმფს გასვლით მატჩებში ზეიმობდნენ. სამჯერ ვოლფსბურგში (2003, 2008, 2017), ორჯერ კაიზერსლაუტერნში (2005 и 2006) და ბერლინში (2010 и 2014). ტრიპლეტის სეზონში (2013) ბაიერნმა სინი ფრანკფურტში მოიპოვა. 2016 წელს მიუნხენელებმა ტიტული ბოლოს წინა ტურში ინგოლშტადტში გაიფორმეს. წინა სეზონში აუგსბურგში გაიფორმეს.

მიმდინარე სეზონის გადამწყვეტი მატჩი ალიანც არენაზე გაიმართება. ეს 2005 წლიდან პირველად მოხდება. ფეხბურთელები, გულშემატკივრები და ოფიციალური პირები ამ მომენტს მოუთმენლად ელიან. "გამარჯვების მოპოვება და ჩემპიონის ტიტულის გაფორმება გვსურს", განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.


14-05-2019