სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სინის ორიგინალს მიუნხენში ჩაიტანენ

შაბათს ვერცხლის სინის ორიგინალს მიუნხენში ჩაიტანენ, იუწყება Bild-ი. გლადბახში, სადაც ადგილობრივი ბორუსია დორტმუნდს უმასპინძლებს, დუბლიკატს წაიღებენ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის ერთი ტურით ადრე რეკორდმაისტერი დორტმუნდს 2 ქულით უსწრებს. ბაიერნს ფრანკფურტთან შეხვედრაში სინის მოსაპოვებლად ფრეც აწყობს.

უკანასკნელად, როდესაც ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურში გათამაშდა, იდენტური სიტუაცია 2008/09 წწ. სეზონში დაფიქსირდა. მაშინ ვოლფსბურგი ბაიერნს და შტუტგარტს ასევე ორი ქულით უსწრებდა და საბოლოოდ მაგათის გუნდმა სინიც მოიპოვა.


13-05-2019