სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლაიპციგთან ბრძოლის შემდეგ

"ტიტულის მოპოვება გადაიდო და არა გაუქმდა", განაცხადა კოვაჩმა შაბათს ლაიპციგთან შეხვედრის შემდეგ (0:0). მიუნხენელებმა უამრავი ძალა დახარჯეს, მაგრამ მხოლოდ უგოლო ფრეს მიაღწიეს. შესამაბისად ჩემპიონის ტიტულის ბედი ბოლო ტურში გაირკვევა. "სამწუხაროდ, გასულ შეხვედრაში დივიდენტები ვერ მოვიპოვეთ. მაგრამ ამას შემდეგ კვირას მივაღწევთ", თქვა 47 წლის სპეციალისტმა.

დორტმუნდზე ორქულიანი უპირატესობისა და ბურთების საუკეთესო შეფარდების (+52 +35 წინააღმდეგ) წყალობით, ბაიერნს ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფრეც ეყოფა.

"იმ შემთხვევაში თუ გუნდმა იგივე თამაში აჩვენა, რაც გასულ შეხვედრაში, მაშინ შაბათს ჩემპიონის ტიტულს მოვიპოვებთ. ამაში დარწმუნებული ვარ", განაცხადა ული ჰიონესმა. "მეტოქეს გაუმართლა, რომ მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა", თქვა თომას მიულერმა. შეგახსენებთ, რომ 50-ე წუთზე არბიტრმა ოფსაიდის გამო ლეონ გორეცკას გოლი გააუქმა. "მეგონა, რომ მოსვლის შემდეგ პირველ წელს ჩემი გოლი გუნდს ჩემპიონობას მოუტანდა, მაგრამ ის არ ჩათვალეს", აღნიშნა გორეცკამ. 89-ე წუთზე ლევანდოვსკის დარტყმამ ძელთა ჩაიარა.

მაგრამ შრომა ბაიერნის მცველებსაც მოუწიათ. მაგალითად, ზულეს თქმით თამაში თანაბარი იყო. დაცვის ბურჯმა ორთაბრძოლების 83% მოიგო. ზულემ სასწაული ვარდნების დახმარებით სახიფათო სიტუაციები რამდენჯერმე გაანეიტრალა. თომას მიულერმა მცველები შეაქო: "დაცვის ხაზმა ძალიან ეფექტურად მოქმედებდა".

"იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი "Happy End"-ით დასრულდება, მე კიდევ ერთი კვირის განმავლობაში დალოდება შემიძლია", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.


12-05-2019