სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ

"გუნდს ჩემგან კომპლიმენტი. მე-20 წუთიდან დაწყებული ძალიან კარგ თამაშს ვაჩვენებდით. მატჩში ვდომინირებდით, ყველაფერს ვაკონტროლებდით და საკუთარ კარებთან მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ ვაძლევდით. ლაიპციგის ძლიერი მხარეების ნეიტრალიზაცია მოვახდინეთ. ამავდროულად მომენტებს ვქმნიდით. სამწუხაროდ, დივიდენტებს ვერ მივაღწიეთ. მაგრამ მომდევნო კვირას ამას აუცილებლად მოვახერხებთ. საკუთარ კედლებში ვითამაშებთ და ამას შევასრულებთ. ფინალის ტოლფასის შეხვედრა იქნება, რომელიც მიუნხენელებს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონიათ. დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები სათანადო ატმოსფეროს შექმნიან. ჩვენთვის ეს გამარჯვების მიმართ ნებისყოფის გამოვლინება იქნება", თქვა ნიკო კოვაჩმა.


12-05-2019