სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

0:0. ყველაფერი მიუნხენში გადაწყდება

5' ბაიერნის პირველი კონტრშეტევა გნაბრის არც ისე ძლიერი დარტყმით დასრულდა.

10' ტიაგომ ლევანდოვსკი ერთი ერთზე გაიყვანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.

11' იუსუფმა დაარტყა, მაგრამ ბურთი ულრაიხის კარებს ასცდა.

17' ზულემ "ხარების" სახიფათო შეტევა გაანეიტრალა.

25' მინდორზე დიდი არაფერი ხდებოდა. ბურთს ბაიერნი ფლობდა.

29' ლევანდოვსკიმ დრიბლინგის შემდეგ გნაბრიზე გადაცემა შეასრულა, მაგრამ სერჟის დარტყმულ ბურთს მეკარე გადაეღობა.

35'კიმიხის ჩაწოდებული ლევანდოვსკიზე კონატემ კუთხურზე მოიგერია.

39' გნაბრის უძლიერესი დარტყმა გულაშჩიმ მოიგერია.

40' ვერნერმა ახლო მანძილიდან დაარტყა, ულრაიხმა ბურთი აიღო.

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:0 გავიდნენ.

51' გორეცკა ულამაზესი მაკრატელათი ბურთი შეაგდო, მაგრამ ოფსაიდის გამო გოლი არ ჩათვლილა.

56' ჰალსტენბერგის დარტყმას ულრაიხი დაეუფლა.

60' თომას მიულერის გადაცემას გულაშჩი დაეუფლა.

61' გორეცკამ ფორსბერგი წააქცია და ამის შემდეგ ყვითელი მიიღო.

63' ლევანდოვსკიმ მიულერზე დასკვნითი გადაცემა ვერ შეასრულა, არადა კარგი შეტევა იქნებოდა.

64' მიულერს ხელსაყრელი პოზიციიდან თაური დარტყმა ვერ გამოუვიდა.

66' გნაბრიმ ხარიხას გაარტყა, მაგრამ მანამდე თამაშგარე დაფიქსირდა.

74' ლევანდოვსკიმ რეიდი შეასრულა, მაგრამ დასკვნით სტადიაზე მცველებმა ფორვარდი შეაჩერეს.

75' კომანმა ფორსბერგი წააქცია. მსაჯმა ფრანგი გააფრთხილა.

76' ჰალსტენბერგი საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ შორეულ კუთხეს ააცილა.

77' მცველების შეცდომების კასკადის შემდეგ, ბურთი იუსუფთან მივიდა, მაგრამ მეტოქეს დარტყმა ვერ გამოუვიდა.

78' გნაბრის ნაცვლად მინდორზე რიბერი გამოვიდა.

81' რაფინიამ ტიაგო შეცვალა.

83' მიულერის სახიფათო გადაცემას რიბერი ასრულებდა, მაგრამ ისევ მეკარე გადაეღობა.

89' რობენი კომანის ნაცვლად გამოვიდა.

89' ლევანდოვსკი ხელსაყრელი საჯარიმო ვერ გამოიყენა. ბურთი კარებს ცოტათი ასცდა.

90+' რობენმა კარგი პოზიციიდან ააცილა.

მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა. ბოლო ტურში ყველაფერი ალიანც არენაზე გადაწყდება.


11-05-2019