სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რანგნიკი: ორივე მატჩის მოგება გვსურს

რალფ რანგნიკის გუნდს მხოლოდ კევინ კამპლი დააკლდება, რომლებსაც დისკვალიფიკაცია აქვს. სხვა დანარჩენი მოთამაშე მწყობრშია. საქსონელები უკვე 17 შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდებიან. უკანასკნელი წაგება გუნდს მეორე წრის დასაწყისში ჰქონდა (0:1, დორტმუნდთან). "ამოცანა დავისახეთ, რომ სეზონის ბოლომდე არ უნდა დავმარცხდეთ", განაცხადა კამპლმა.

რანგნიკმა აღნიშნა, რომ უკანასკნელ საშინაო შეხვედრაში უძლიერესს შემადგენლობას დააყენებს: "ბაიერნს გამოწვევის წინაშე დავაყენებთ. მეტოქის დამარცხებას ვეცდებით. მაგრამ არა იმისთვის, რომ გავაბრაზოთ, ამას საკუთარი მიზნებისთვის შევასრულებთ". აღსანიშნავია, რომ ლაიპციგმა ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოიპოვა. "ბაიერნი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. გუნდს ქულების მოპოვება სჭირდება. ჩვენ ეს ნაკლებად გვჭირდება, მაგრამ ამის გაკეთება გვსურს. წარმატების შემთხვევაში თასის ფინალამდე საკუთარ ძალებში რწმენას ავიმაღლებთ. იდეალში ორივე მატჩის მოგება გვსურს", განაცხადა 60 წლის სპეციალისტმა.


11-05-2019