სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნს სინის მოპოვება ლაიპციგში სურს

რეკორდმაისტერს უპირატესობა გააჩნია! ბაიერნს ბოლოს წინა ტურში ვერცხლის სინის მოპოვება შეუძლია, რომელიც ზედიზედ მეშვიდე იქნება. ლაიპციგთან შეხვედრაში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში რეკორდმაისტერი ჩემპიონის ტიტულს 29-ედ მოიპოვებს. "წინ ორი "მატჩბოლი" გვაქვს, პირველივეს გამოყენება გვსურს", განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

მაგრამ 47 წლის სპეციალისტმა იცის, რომ ლაიპციგი კერკეტი კაკალია. მეტოქე უკვე 14 შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდება. "საუბარი გვაქვს ძალიან კარგ მწვრთნელზე და ძალიან კარგ გუნდზე. მეორე წრეში შთამბეჭდავი სერია აქვთ. ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ", გააზიარა საკუთარი მოსაზრება კოვაჩმა. საყაიმო შედეგის ან მარცხის შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულის ბედი პარალელურ შეხვედრაში დორტმუნდსა და დიუსელდორფს შორის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პირველი ტიტულის მოპოვება შეგვიძლია", განაცხადა სერჟ გნაბრიმ. ვინგერს თავისი პირველი საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად ერთი ნაბიჯის გადადგმა აკლია. მას, როგორც სხვა თანაგუნდელებს, სინის აღმართვა ძალიან სურს. "ფრანკფურტთან მატჩის დალოდებას არ ვაპირებთ. ძალიან კონცენტრირებულად ვშრომობთ. შაბათს 100%-ანი მზადყოფნა გვმართებს, პირველ ტიტულს მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვიპოვებთ.

კოვაჩი "ძალიან დაძაბული" მატჩის მოლოდინშია. მეტოქე დაცვიდან შეტევაზე სწრაფი გადართვებით არის განთქმული. "მაქსიმუმზე დახარჯვა გვმართებს".

"ლაიპციგთან მატჩი ადვილი გასეირნება არ იქნება. მაგრამ ყველა ფეხბურთელს ესეთი შეხვედრების დიდი მოლოდინი აქვს. ზუსტი ისეთი მატჩია, სადაც შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენო", განაცხადა თომას მიულერმა, რომელიც მანუელ ნოიერის არყოფნაში ბაიერნს მინდორზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს. ნოიერის გარდა ბაიერნს ხავი მარტინეზი ვერ დაეხმარება.


11-05-2019