სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

შაბათს ბაიერნი ლაიპციგთან მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. საყაიმო შედეგის შემთხვევაში, დიუსელდორფის დახმარება იქნება საჭირო, რომელმაც დორტმუნდს ქულები უნდა წაართვას. თუ ყველაფერი კარგად განვითარდება, ბაიერნი ზედიზედ მეცამეტედ ჩემპიონის ტიტულს გასვლით მატჩში მოიპოვებს. უკანასკნელად მიუნხენელები ვერცხლის სინი საკუთარ მოედანზე ჯერ კიდევ 1999/00 წწ. სეზონში გაიფორმეს, როდესაც ჯერ კიდევ ოლიმპიაშტადიონზე ბრემენი ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

2019 წელს რეკორდმაისტერმა 45 ქულიდან 38 დააგროვა. ამ მაჩვენებლით მიუნხენელები მეორე წრის სატურნირო ცხრილში ლიდერობენ. შემდეგ ზუსტად ლაიპციგი მოდის (34 ქულა). მეორე წრეში ნიკო კოვაჩის გუნდმა (მე-20 ტურში ლევერკუზენთან, 1:3), ასევე როგორც ლაიპციგმაც (მე-18 ტური დორტმუნდთან, 0:1), მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა - რაც ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, ბაიერნს 12-მატჩიანი, ლაიპციგს კი 14-მატჩიანი წაუგებელი სერიები აქვთ.

მიმდინარე ჩემპიონატში ბაიერნმა 83 ბურთი შეაგდო, ამ მაჩვენებლის მიხედვით გუნდს საუკეთესო შეტევის ხაზი აქვს. წინა ტურში მიუნხენელებმა მინიმუმ ერთი ბურთი უკვე 25 მატჩის განმავლობაში შეაგდეს, რაც ჩემპიონატის ყველაზე გრძელ სერიას შეადგენს. ლაიპციგს თავის მხრივ ყველაზე საიმედო დაცვის ხაზი ჰყავს, რომელმაც მხოლოდ 27 ბურთი გაუშვა. ლაიპციგი განსაკუთრებით საიმედოდ საკუთარ მოედანზე თამაშობენ, სადაც მხოლოდ 9 გოლი აქვთ მიღებული, რაც ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.

ყველა ტურნირის ჩათვლით ბაიერნმა ლაიპციგს 6 შეხვედრიდან 5 მოუგო. საქსონელებმა მიუნხენელებს მხოლოდ ერთი მატჩი მოუგეს - 2018 წლის მარტში საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2:1.

აღსანიშნავია, რომ ლაიპციგი ბაიერნის წინააღმდეგ მატჩებში ოთხჯერ კაცნაკლული რჩებოდა. წინა 6 შეხვედრაში 5 გაძევება დაფიქსირდა. ალიანც არენაზე, პირველი წრის შეხვედრაში, მოედანი რენატო სანჩესმა (2 ყვითელი) და სტეფან ილზანკერმა დატოვეს (პირდაპირი წითელი).


10-05-2019