სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნოიერი ლაიპციგთან ვერ ითამაშებს

შაბათს ნიკო კოვაჩს თამაში მანუელ ნოიერის გარეშე მოუწევს. ბაიერნის კაპიტანი საერთო ჯგუფს ჯერ ვერ დაუბრუნდა. შესაბამისად ლაიპციგთან მატჩისთვის მზად არ არის. "იმედია, შემდეგ კვირას ყველასთან ერთად ივარჯიშებს და დარჩენილ ორ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს", განაცხადა ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე ნიკო კოვაჩმა.

გუნდს ასევე ხავი მარტინეზიც ვერ დაეხმარება. ოთხშაბათს ესპანელმა ფეხი იტკინა. "მარტინეზი ძალიან დაგვაკლდება. უკანასკნელ გასვლით შეხვედრებში ის მნიშნველოვან როლს ასრულებდა, რადგანაც ჩვენ მეტოქის დაცვიდან შეტევაზე გადართვის პროცესზე რეაგირება გვმართებდა", ახსნა კოვაჩმა.

"ნოიერის და მარტინეზის გარეშე ჩემს განკარგულებაში 18 ფეხბურთელი რჩება. აქედან განაცხადში მხოლოდ 16 მოთამაშის შეყვანა შემიძლია", დაასრულა კოვაჩმა.


09-05-2019