სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი კაიზერსლაუტერნს დაეხმარება

27 მაისს კაიზერსლაუტერნში ფრიც ვალტერ სტადიონზე ბაიერნის მონაწილეობას ე.წ. "გადარჩენის" მატჩში მიიღებს. ამით რეკორდმაისტერი კაიზერსლაუტერნს მესამე ბუნდესლიგაში მონაწილეობის ლიცენზიის შენარჩუნებაში დაეხმარება. შეხვედრიდან შემოსავალი კაიზერსლაუტერნის ანგარიშზე ჩაირიცხება.

"კაიზერსლაუტერნი გერმანიის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელსაც დიდი ტრადიციები გააჩნია. უამრავი წლების განმავლობაში ბაიერნსა და კაიზერსლაუტერნს შორის ლეგენდარული დუელები იმართებოდა. ფეხბურთი არა მხოლოდ ემოციებისგან და სატურნირო ბატალიებისგან შედგება, არამედ სოლიდარობასაც შეიცავს. აქედან გამომდინარე კლუბს დიდი სიამოვნებით დავეხმარებით. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში კაიზერსლაუტერნი პირველ ბუნდესლიგას დაუბრუნდება", კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

2012 წელს კაიზერსლაუტერნი პირველ ბუნდესლიგიდან გამოვარდა. 2018 წელს კი მეორე ბუნდესლიგასაც გამოემშვიდობა. "ჰანს-პეტერ ბრიგელი და პაულ ვუსტი ინიციატივით გამოვიდნენ, რომლის არსი ბაიერნთან მატჩის ჩატარება იყო. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბაიერნის ხელმძღვანელობისგან თანხობა ძალიან სწრაფად მივიღეთ. საქველმოქმედო ამხანაგური შეხვედრა ბეტცენბერგზე ჩატარდება. შემოსავალი კლუბის ლიცენზირების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ბაიერნს თანადგომისთვის მადლობას ვუხდით. 27 მაისის შეხვედრას ძალიან დაველოდებით", განაცხადა გენერალურმა დირექტორმა მარტინ ბადერმა.

უკვე 15 წლის განმავლობაში ბაიერნი "გადარჩენის" მატჩებში მონაწილეობას რეგულარულად იღებს. პირველი ესეთი შეხვედრა 2003 წელს ზანქთ პაულის წინააღმდეგ შედგა. 2017 წელს მატჩიდან შემოსავალის დახმარებით კიკერს ოფენბაჰი გადარჩა.


08-05-2019