სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნის საუკეთესო ასისტენტი

მას ფილიპ ლამის მემკვიდრის როლს უწინასწარმეტყველებდნენ. რეკორდმაისტერის ძირითადი გუნდის რიგებში მისი კარიერის აღმასვლა სწრაფი არ იყო, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოკლე დროში იოზუა კიმიხი სასტარტო შემადგენლობის სტაბილური წევრი გახდა. ამ წარმატების მიზეზია, ის რომ ფილიპ ლამივით, კიმიხი მინდორზე გამოსასვლელად ყოველთვის მზად არის.

2009 წლის აპრილის დასაწყისიდან 2011 წლის აგვისტომდე ბუნდესლიგაში ლამს არც ერთი წუთი არ გამოუტოვებია. მცველმა შეუცვლელად ზედიზედ 79 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში კიმიხმა ჩემპიონატში მონაწილეობა ყველა მატჩში მიიღო. წინა სეზონის შეხვედრების ჩათვლით ეს რაოდენობა 34 მატჩს შეადგენს.

ყოველ მატჩში კიმიხი ბოლომდე იხარჯება. შეხვედრაში საშუალოდ 12 კილომეტრს ფარავს. ბაიერნელებს შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია. საკუთარი საფლანგო გარღვევებით კიმიხი მეტოქეების დაცვის ხაზს მუდმივად წნეხის ქვეშ აქცევდა.

კიმიხი 12 შედეგიანი გადაცემით გუნდის საუკეთესო დისპეტჩერია. შაბათს, ლაიპციგთან მატჩში, გამარჯვების შემთხვევაში, მარჯვენა მცველი ზედიზედ მესამედ გერმანიის ჩემპიონი გახდება. "დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონები გავხდებით", დუელის წინ აცხადებს კიმიხი. იოზუა პარტნიორებისგან დასახულ ამოცანაზე სრული კონცენტრაციის გადატანას ითხოვს.

"ძალიან ცოტას უშვებენ. ლაიპციგს სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. გადაცემებით მუდმივად იუსუფს (პოულსენი) და ტიმოს (ვერნერი) ეძებენ". მაგრამ კიმიხზე დიდი შთაბეჭდილება განსაკუთრებით ფორსბერგმა დატოვა. "შემადგენლობაში გამორჩეული მოთამაშე ჰყავთ - ემილ ფორსბერგი. გუნდის ტვინია, რომელიც ბურთს ანაწილებს. ძალიან კარგად გადაადგილდება და შორეული დისტანციიდან კარგ დარტყმას ფლობს".


08-05-2019