სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჩემპიონობის მოსაპოვებლად ბაიერნმა დიდი ნაბიჯი გადადგა

ჰანოვერის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრის 86-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სტადიონზე ისედაც მშვენიერმა ატმოსფერომ თავის პიკს მიაღწია. 5-თვიანი პაუზის შემდეგ, რომელიც ტრავმით იყო განპირობებული, დიდ ფეხბურთი არიენ რობენი დაბრუნდა! 75.000 გულშემატკივარმა "Mr. Wembley"-ს შთამბეჭდავი ოვაცია მოუწყეს. "სიტყვებით ახსნა რთულია. განუმეორებელი ატმოსფერო სუფევდა, გულშემატკივრების რეაქცია უბრალოდ შესანიშნავი იყო", ბაიერნის ვეტერანს ემოციების გაზიარება უჭირდა.

მატჩის დასრულებამდე რობენს ბურთის გატანაც შეეძლო, მაგრამ საჯარიმო დარტყმიდან ჰოლანდიელის მიერ გაშვებულმა ბურთმა კარებს ზემოდან ასცდა. "ბიჭებს დიდი მადლობა. დარტყმის განახორციელება დამითმეს, რადგანაც ამ წერტილიდან, როგორც წესი, დარტყმას მარჯვენა ფეხით ასრულებენ", ახსნა რობენმა კარიერაში ჩატარებული 700-ე მატჩის შემდეგ.

მაგრამ გატანილი ბურთის გარეშეც რობენი მინდორზე გამოსვლით ძალიან ბედნიერი ჩანდა. "ძალიან და ძალიან მადლობელი ვარ. ამისთვის უკანასკნელი კვირების და თვეების განმავლობაში ბევრი შრომის ჩადება მომიწია".

რობენის "Comeback"-ის ორი წუთით ადრე ფრანკ რიბერიმ შეხვედრაში ფინალური ანგარიში დააფიქსირა (3:1). რიბერი, ასევე როგორც რობენი, სეზონის ბოლოს ბაიერნს დატოვებს, და წასვლამდე მას დუბლის მოპოვება სურს. "ბაიერნთან ერთად 20-ზე მეტი ტიტული მოვიპოვე. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე სეზონში ჯერ ბუნდესლიგას და შემდეგ თასსაც მოვიგებთ", განაცხადა 36 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა.

"ვფიქრობ, რომ ვერცხლის სინის მოსაპოვებლად დიდი ნაბიჯი გადავდგით. მაგრამ ყველაფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. წინ კიდევ ორი რთული მატჩი გვაქვს ჩასატარებელი", აღნიშნა კოვაჩმა. კაპიტანმა თომას მიულერმა თქვა, რომ გუნდისთვის დღე კარგად განვითარდა. მიულერი პარტნიორებისგან შემდეგი ამოცანისთვის მომზადებას ითხოვს. "ლაიპციგში მატჩები ყოველთვის რთულად ვითარდება. მაგრამ ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა საინტერესოა, რადგანაც ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს. უნდა დაამტკიცო, რომ ფეხბურთის თამაში შეგიძლია. დორტმუნდთან საშინაო მატჩი მახსენდება. უფრო ძლიერ ზეწოლას გრძნობ. საუკეთესო თამაშის დემონსტრირება გმართებს".

იგივე რობენს და რიბერის სურთ, რომლებსაც მე-8 და მე-9 ჩემპიონის ტიტულის მოგება შეუძლიათ. "წინ კიდევ რამდენიმე შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი. ტიტულის მოპოვება გვმართებს. ჩემთვის ეს მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. წინ რთული 3 მატჩი გველის. ეს გამოწვევაა. წარმატების მისაღწევად ბოლომდე დახარჯვა გვმართებს", თქვა რობენმა.


05-05-2019