სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დოლი: "ლევანდოვსკის გოლის დროს დაცვამ კარგად ვერ ითამაშა"

"როგორც ეს მოსალოდნელი იყო, რთული მატჩი გამოვიდა. პირველი 25 წუთის განმავლობაში მეტოქეს კარგად ვუმკლავდებოდით, მაგრამ შემდგომში შეტევების ტალღებმა იმატეს. პოზიციურად ბაიერნი კარგად მოქმედებდა. ლევანდოვსკის გოლის დროს დაცვამ კარგად ვერ ითამაშა. ბიჭებმა ნორმალურად ითამაშეს, მაგრამ ნათლად ჩანდა, რომ ესეთი ბაიერნის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეგვიძლია. გაგვიმართლა, რომ მხოლოდ ორბურთიანი სხვაობით დავმარცხდით. ესერმა შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. მიუნხენში წაგება სამარცხვინო არ არის", თქვა თომას დოლმა.

"საკუთარი თამაშის დალაგება ვერ მოვახერხეთ. ბაიერნი ფლანგებს მშვენივრად იყენებდა. ჩემს ფლანგზე თამაში განსაკუთრებით კომანის და გნაბრის წინააღმდეგ მიწევდა. მეორე ტაიმში კარგი თამაში ვაჩვენეთ. გაძევების შემდეგ გაგვიჭირდა. ბაიერნის წინააღმდეგ თამაში სრული შემადგენლობით რთულია, კაცნაკლულზე არაფერი რომ ვთქვათ", დაასრულა ლინტონ მაინამ.


05-05-2019