სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეკორდმაისტერმა ჰანოვერი დაამარცხა

5' პირველი შეტევა ჰანოვერმა განახორციელა, მაგრამ თაური დარტყმა კარებს ასცდა.

7' კომანის გარღვევა არაფრით დასრულდა. პარტნიორები მის გადაცემას ვერ მიწვდნენ.

11' კიმიხმა ფლანგზე ძალიან ლამაზი ფანდი ჩაატარა, კომანს გადაუწოდა, რომლის თაური დარტყმა მეკარემ მოიგერია.

14' ლევანდოვსკის თაურ დარტყმას ისევ მეკარე დაეუფლა.

17' მიულერის დარტყმა მეკარემ აიღო.

20' გნაბრიმ კარებს ააცილა.

24' მიულერმა კარგი შეტევა გააფუჭა, თომასს დასკვნითი გადაცემა ვერ გამოუვიდა.

26' მიულერმა ახლო დისტანციიდან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

28' კიმიხის საფლანგო გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ თაური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:0!

29' ეგრევე ლევანდოვსკის თითქმის ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა ის ვერ გამოიყენა.

40' გორეცკამ საშუალო დისტანციიდან ბურთი მეკარესგან მარჯვენა კუთხეში გადააგზავნა, 2:0!

42' ისევ გორეცკას დარტყმა, მაგრამ ბურთს ამჯერად მცველი გადაეღობა...

44' კომანის ლამაზი დარტყმა კარებს პატარა მანძილით აცდა.

45' გორეცკამ ბურთი ხარიხას გაარტყა, არადა გატანა უფრო ადვილი იქნებოდა.

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 2:0 გავიდნენ.

49' ბოატენგს ბურთი ხელში მოხვდა, რომლის შემდეგ არბიტრმა პენალტი დანიშნა. იონათასმა ერთი ბურთი გაჰქვითა, 2:1.

54' მეტოქე კაცნაკლული დარჩა. გოლის ავტორმა კიმიხს ხელი სახეში მოარტყა.

56' გნაბრის თაურ დარტყმას მეკარე დაეუფლა.

58' მიულერის გადაცემას ლევანდოვსკი ვერ შეწვდა.

59' საშუალო დისტანციიდან ალაბამ გაისროლა, მეკარემ ბურთი მოიგერია.

68' ისევ ალაბა, მაგრამ მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

71' მინდორზე რიბერი გამოვიდა, ფრანგმა გნაბრი გამოცვალა.

77' გორეცკამ დაარტყა, მაგრამ ბურთი ბადეს უკნიდან მოხვდა.

78' მიულერის თაური, ბურთი კარებს ასცდა.

84' რიბერიმ მინდორზე თავისი დაბრუნება გოლით აღნიშნა, 3:1!

86' ხუთთვიანი პაუზის შემდეგ მინდორს რობენი დაუბრუნდა. ჰოლანდიელმა კომანი შეცვალა.

89' ლევანდოვსკიმ გაისროლა, მაგრამ მეკარემ აიღო.

90' რობენმა ბურთი მიულერს დაუგდო. თომას ლამაზ ნახტომში დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი აიღო.

ბაიერნმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა


04-05-2019