სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ჰანოვერს უმასპინძლებს

სატურნირო ცხრილის პირველი გუნდი ბოლოს წინააღმდეგ: სტატისტიკის მიხედვით მატჩის ბედი გადაწყვეტილია.

მაგრამ ნიკო კოვაჩს სტატისტიკა ნაკლებად აინტერესებს. ჩემპიონატის ბოლო ტურებში ბრძოლა არა მარტო ტიტულისთვის, არამედ გასავარდნი ზონიდან გაღწევისთვის მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე სიურპრიზებია მოსალოდნელი. "გუნდებს მეორე სუნთქვა ეხსნებათ. ჰანოვერს ჩვენთან შეხვედრაში გადარჩენის შანსის შენარჩუნება შეუძლია. ეს ამოცანას გაგვირთულებს", განაცხადა 47 წლის სპეციალისტმა.

მომდევნო მატჩში ბაიერნელები პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ. "გამარჯვების მოპოვება გვმართებს", თქვა ფრანკ რიბერიმ. გამარჯვების შემთხვევაში ბაიერნს დორტმუნდთან სხვაობა 5 ქულამდე გაზრდა შეუძლია. მაგრამ ამისთვის დორტმუნდმა ბრემენში უნდა წააგოს. "ბიჭებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება სურთ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ", თქვა კოვაჩმა გუნდში არსებული ატმოსფეროს შესახებ.

"ოთხ დარჩენილ შეხვედრაში ოთხი გამარჯვების შემთხვევაში ორ ტიტულს მოვიპოვებთ. გუნდისთვის ეს მთავარ სტიმულს წარმოადგენს", განაცხადა იოზუა კიმიხმა, რომელმაც ამ სიტყვებში თასის ფინალიც იგულისხმა. "ჰანოვერთან შეხვედრაში სწორი რეაქციის გამოვლინება იქნება საჭირო", ითხოვს რიბერი.

ფრანგს ტრავმის გამო უკანასკნელი ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია. რიბერი გუნდის დასახმარებლად მინდორზე დაბრუნება სურს. ზუსტად იგივე არიენ რობენსაც ეხება. მატჩს ტრავმების გამო მანუელ ნოიერი და ხამეს როდრიგეზი გამოტოვებენ.


04-05-2019