სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ალიანც არენა ნამდვილი ციხე სიმაგრეა! საკუთარ კედლებში ბაიერნმა უკანასკნელი 9 მატჩი ანგარიშით 30:2 მოიგო. ბოლო 5 შეხვედრაში მიუნხენელებს ბურთი არ გაუშვიათ. იმ შემთხვევაში თუ შაბათს ჰანოვერთან გუნდი "მშრალ" სერიას გააგრძელებს, მაშინ 1998/99 წწ. სეზონის რეკორდს გაიმეორებს (6 საშინაო მატჩი გაშვებული გოლის გარეშე). მიმდინარე სეზონში ბაიერნის სერია უკვე 515 წუთს შეადგენს, რაც არ ერთ გუნდს არ აქვს.

2011 წლის ოქტომბრიდან დაწყებული მიუნხენელებმა ჰანოვერს ყველა 12 მატჩი მოუგო. რეკორდმაისტერს უფრო გრძელი სერია მხოლოდ ბრემენის წინააღმდეგ აქვს (17 გამარჯვება). საერთო სტატისტიკაც ბაიერნის მხარეს არის: ბუნდესლიგის უკანასკნელი 57 მატჩიდან ჰანოვერის წინააღმდეგ მიუნხენელებმა 40 მოიგეს. ამ შეხვედრებში ბაიერნმა 158 ბურთი შეაგდო და მხოლოდ 54 გაუშვა.

მომდევნო მატჩში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერი და მთავარი აუტსაიდერი შეხვდებიან. ბაიერნმა უკანასკნელი 11 მატჩი გუნდებს, რომლებიც ბოლო ადგილზე იმყოფებოდნენ, მოუგო. უკანასკნელად ბაიერნი ჰანოვერთან 2006 წლის ნოემბერში დამარცხდა (0:1).

ბუნდესლიგაში ბაიერნი უკვე 11 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება. ამ პერიოდში გუნდმა 33 ქულიდან 29 მოიპოვა. საერთო ჯამში რეკორდმაისტერმა უკანასკნელი 20 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგო (16 გამარჯვება და ფრე). ეს მე-20 ტურში ლევერკუზენთან მოხდა (1:3). ამ მატჩებში ბაიერნმა მშვენიერი შედეგიანობა აჩვენა. განსაკუთრებით ეს ალიანც არენას ეხება. საკუთარი ტრიბუნების წინაშე გუნდმა უკანასკნელი 4 შეხვედრიდან სამში მეტოქე 5 გოლიანი უპირატესობით დაამარცხა. ერთი ბურთი მხოლოდ ვერდერმა გაუშვა.

ბოლო ტურში, ჰანოვერმა, თავის მხრივ, 9-მატჩიანი მოგებათა გარეშე სერია შეწყვიტა (8 მარცხი და ფრე). ბოლო ორ შეხვედრაში ჰანოვერმა იმდენივე ქულა დააგროვა, რაც წინა 15 ტურში მოახერხა (4 ქულა). მაგრამ გასვლაზე თომას დოლის გუნდს გამარჯვება უკვე 27 მატჩის განმავლობაში მოპოვებული არ აქვს (9 ფრე და 18 წაგება).


03-05-2019