სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: წინ 3 ფინალი გველის

სატურნირო ცხრილში ბაიერნმა სხვაობა გაზარდა, მაგრამ ტიტულზე ბრძოლის ბედი დროზე ადრე გადაწყვეტა ვერ შეძლო.

"ძალიან დამწუხრებულები ვართ. ნიურნბერგში გადამწყვეტი ბურთის გატანა და სხვაობის გაზრდა 4 ქულამდე შეგვეძლო. მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ", განაცხადა მატს ჰუმელსმა ნიურნბერგთან მატჩის შემდეგ. "სატურნირო ცხრილში ჩვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა, რასაც ტურის დაწყებამდე ნაკლებად მოველოდით. წინ გარღვევა 4 ქულით შეგვეძლო, მაგრამ გასულ მატჩში ამას არ ვიმსახურებდით", აღნიშნა მატს ჰუმელსმა.

"საუკეთესო თამაშის დემონსტრირება ვერ გამოგვივიდა. გუნდს დაღლა დაეტყო. შეტევის ხაზში მომენტების ნაკლებობა შეინიშნებოდა", თქვა ჰასან სალიჰამიჯიჩმა. სპორტულმა დირექტორმა ასევე აღიარა, რომ ნიურნბერგიდან ქულის წამოღება გუნდისთვის იღბლიანი შემთხვევა იყო.

"არ ვმოქმედებდით ისე, როგორც გვსურდა. ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით. გუნდი ნაკლებად კონცენტრირებულად გამოიყურებოდა". განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

მაგრამ საყაიმო შედეგში ხორვატი სპეციალისტი დადებითსაც ხედავს. "იმ შემთხვევაში თუ გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებ, მაშინ მატჩის წაგების უფლებას არ გაქვს", გაიხსენა კოვაჩმა ბაიერნის ყოფილი მწვრთნელის ჯოვანი ტრაპატონის სიტყვები.

მომდევნო შაბათს რეკორდმაისტერს ჰანოვერთან შეხვედრაში ქულათა უპირატესობის გასაზრდელად
კარგი შესაძლებლობა ექნება. "დიდი მათემატიკოსის ნიჭი არ დაგჭირდება იმისთვის, რომ ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად მარტივი ფორმულა გამოთვალო. დარჩენილ 3 შეხვედრაში 7 ქულის მოპოვება გვმართებს, ეს იმ შემთხვევაში თუ დორტმუნდი ყველა თავის მატჩს მოიგებს", განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.

"საყაიმო შედეგი წარსულს უნდა ჩავაბაროთ. წინსვლის გაგრძელება გვმართებს. წინ 3 ფინალი გველის", დაასრულა ნიკო კოვაჩმა.


29-04-2019