სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

შომერსი: პენალტი მატჩის გადამწყვეტი მომენტი იყო

"ვფიქრობ, რომ გასულ მატჩში 90 წუთის განმავლობაში ბაიერნს თანაბარ დონეზე ვეთამაშეთ. მეტოქეს მხოლოდ რამდენიმე მომენტის შექმნის საშუალება მივეცით. საკუთარი თამაშის დემონსტრირებას ვცდილობდით. 90 წუთის განმავლობაში ბაიერნის შეჩერება წარმოუდგენელია. 90-ე წუთზე დანიშნული პენალტი მატჩის გადამწყვეტი მომენტი იყო. 3 ქულის აღება შეგვეძლო, რომლებსაც ჩვენგან არავინ ელოდებოდა. ვფიქრობ, რომ ქულა დამსახურებლად მოვიპოვეთ".

"75-ე წუთამდე ჩვენთვის ყველაფერი იდეალურად ვითარდებოდა. სატურნირო ცხრილის ლიდერის წინააღმდეგ მატჩს ვიგებდით. ფინალურ სასტვენამდე 11-მეტრიანის შესრულების შესაძლებლობა მოგვეცა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროა, რომ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. გასაგები იყო, რომ ბურთის ფლობას ნაკლებად გავამწესებთ. მაგრამ გულშემატკივრებმა გუნდი საუკეთესო მხრიდან დაგვინახეს. ეს ზუსტად ის არის, რაც ბუნდესლიგაში დასარჩენად ბრძოლაში დაგვეხმარება", დაამატა კრისტიან მათენიამ.


29-04-2019