სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გნაბრის შესანიშნავი სტატისტიკა

სერჟ გნაბრიმ ბაიერნს საკუთარი გოლით ნიურნბერგთან მატჩში ქულა ააღებინა, რომელიც ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამავდროულად სერჟ გნაბრი უნიკალური რეკორდის თანამონაწილე გახდა. 23 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგის ისტორიაში მხოლოდ მესამე მოთამაშე გახდა, რომელმაც ზედიზედ მესამე წელია სამ სხვა და სხვა კლუბის შემადგენლობაში 10 ან მეტი ბურთი გაიტანა. წარსულში იგივე ერვინ კოსტედემ (1974-77 წწ.) და იურგენ ვეგმანმა (1985-88 წწ.) მოახერხეს.

ორი წლის წინ გნაბრიმ ბრემენის შემადგენლობაში 11 ბურთი გაიტანა, შარშან ჰოფენჰაიმის რიგებში კი 10 გოლი მიითვალა. ჩემპიონატის უკანასკნელ 7 მატჩში გნაბრიმ მონაწილეობა ბაიერნის 8 გოლში მიიღო (5 გოლი და 3 "ასისტი").


29-04-2019