სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა დერბიში ქულა მოიპოვა

პირველ წუთებში გუნდებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს. უამრავი არაზუსტი გადაცემა შეასრულეს.

მეშვიდე წუთისთვის ბურთს ნიურნბერგი დაეუფლა.

9' მიულერმა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, მათენია ბურთს დაეუფლა.

10' საჯარიმოში ბურთი კომანთან მოხდა. ფრანგმა მიულერს გადაუწოდა, მაგრამ ბრძოლაში ბურთი კუთხურზე გადავიდა. კუთხური ბიუნხენელებმა ვერ გამოიყენეს.

19' მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს კიმიხი ვერ დაეწია.

22' ლევანდოვსკიმ საჯარიმო დარტყმა მოიპოვა. ალაბამ დარტყმა მათენიამ ხარიხაში მოიგერია. მიულერმა დამატებაზე ვერ იხეირა.

24' ულრაიხმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ მეკარე ხავი მარტინეზმა დააზღვია.

32' მიულერმა და ლევანდოვსკიმ ორსვლიანი კედელი გაითამაშეს, პოლონელმა ბურთს კარგად დაეუფლა, მაგრამ კარებისკენ სუსტი დარტყმა გამოუვიდა.

35' პერეირამ ულრაიხის კარებისკენ დაარტყა, არაზუსტად.

36' ჰუმელსმა და ულრაიხმა საჯარიმოში შეცდომების კასკადი დაუშვეს, ყველაფერი საბედნიეროდ მხოლოდ კუთხურით დასრულდა.

38' საჯარიმოში კიმიხი წააქციეს, მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა. არადა ფოლი იყო.

40' ნიურნბერგმა მორიგი დარტყმა განახორციელა, ულრაიხმა ამჯერად უშეცდომოდ ითამაშა.

44' ბაიერნმა მორიგი კუთხური ჩააწოდა, მაგრამ ნაკლებად წარმატებულად.

45' რეკორდმაისტერმა საჯარიმო მოიპოვა, რომელიც ლევანდოვსკიმ ძალიან არაზუსტად შეასრულა.

შესვენებაზე გუნდები ანგარიში 0:0-ით გავიდნენ.

მეორე ტაიმზე მიულერის ნაცვლად გნაბრი გამოვიდა.

48' ნიურნბერგმა ანგარიში გახსნა. ულრაიხმა პირველი დარტყმა მოიგერია, მაგრამ პერეირას დამატებას ვერ გაუმკლავდა, 1:0.

51' ბაიერნს მეორე გაშვებულ გოლს ზულემ იხსნა. მცველმა ვარდნაში ბურთი კუთხურზე მოიგერია.

56' მარტინეზის ნაცვლად მინდორზე ხამესი გამოვიდა.

60' ხამესმა გორეცკა ხელსაყრელ პოზიციაზე გამოიყვანა, მაგრამ ლეონის დარტყმა მათენიამ მოიგერია.

68' კიმიხმა საჯარიმო დარტყმა მოიპოვა. ხამესის დარტყმა მათენიამ ისევ ხარიხაში მოიგერია. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ზულესთან მოხვდა. ცენტრალური მცველის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

72' ხამესმა მინდორი დატოვა. მის მაგივრად დეივისი გამოვიდა.

75' ბაიერნმა თავისას მიაღწია! კომანის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარებში გნაბრი გადააგზავნა, 1:1!

გოლის შემდეგ რეკორდმაისტერმა ტემპი ვერ აკრიფა, სამწუხაროდ...

87' ლევანდოვსკის თაური დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

90' ნიურნბერმა 11-მეტრიანი მოიპოვა, მაგრამ საბედნიეროდ ვერ გამოიყენა. მეტოქემ ბურთი ძელს გაარტყა!

კომპენსირებულ დროში კომანმა ერთი ერთზე მათენიას ვერ სძლია. მატჩი 1:1 დასრულდა.




28-04-2019