სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიურნბერგის დამარცხება და სხვაობის გაზრდა

ის დერბის დრო დადგა! საღამოს ნიურნბერგსა და ბაიერნს შორის რიგით 62-ე ბავარიული დერბი გაიმართება. განსაკუთრებული ატმოსფერო აუცილებლად იქნება, რადგანაც ორივე გუნდს ქულების მოპოვება ძალიან სჭირდებათ. ნიურნბერგი პირველ ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძვის, ბაიერნს კი ჩემპიონის ტიტულის მოპოვება სურს.

"ეს დერბია. მეტოქე დასარჩენად იბრძვის. ჩვენ გამარჯვების მოპოვება გვსურს და ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ", თქვა კოვაჩმა. მიმდინარე სეზონში ტიტულისთვის შეუპოვარი ბრძოლა შეინიშნება. მაგრამ ყველაფერი ბაიერნელებზე არის დამოკიდებული. "დარჩენილ 4 შეხვედრაში 4 გამარჯვების მოპოვება გვმართებს", აღნიშნა კოვაჩმა. 31-ე ტურში, მეზობელთან დერბიში, ბაიერნი ტიტულის მოპოვების დაახლოებას ეცდება.

დორტმუნდმა შალკესთან თავისი მატჩი წააგო და მიუნხენელებს გამარჯვების შემთხვევაში სხვაობის გაზრდა 4 ქულამდე შეუძლია. მომდევნო შეხვედრაში ნიკო კოვაჩი თავის გუნდისგან მოთმინებას ელის. "ნიურნბერგი ძალიან კომპაქტურად თამაშობს. თავისუფალი სივრცეების მოძებნა და მომენტების შექმნა გაგვირთულდება. მაგრამ ჩვენ ბურთის გატანა, რაც შეიძლება სწრაფად გვსურს, რაც მეტოქის ყრუ დაცვისგან ამოყვანაში დაგვეხმარა", გააზიარა მატჩზე გეგმა ხორვატმა სპეციალისტმა.


28-04-2019