სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

რაფინია ნიურნბერგს 13-ჯერ შეხვდა და აქედან არც ერთი მატჩი არ წააგო. ბაიერნის მე-13 ნომრის აქტივში 10 გამარჯვება და 3 ფრეა. 2013 წლის 13 აპრილს რაფინიამ "კლუბს" ბურთიც გაუტანა. ბუნდესლიგაში ბრაზილიელის ანგარიშზე სულ 12 გოლია. კვირას საღამოს ბურთის გატანის შემთხვევაში მას ამ რიცხვის გაზრდა 13-მდე შეუძლია.

ამ მომენტისთვის ბაიერნი საკუთარ ისტორიაში მეორე წრეების შორის მეორე საუკეთესო მაჩვენებელს დემონსტრირებს. გასულ 13 მატჩში რეკორდმაისტერმა 39 ქულიდან 34 დააგროვა. უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეგენდარულ 2012/13 წწ. სეზონში დაფიქსირდა - 39 ქულიდან 39 ქულა, როდესაც ჰაინკესის გუნდმა ტრიპლეტი შეასრულა.

მომდევნო მატჩი ბუნდესლიგის ფარგლებში გუნდებისთვის 62-ე იქნება. სტატისტიკა რეკორდმაისტერის სასარგებლოდ მეტყველებს, რომლის აქტივში 38 გამარჯვებაა. ბურთების შეფარდებით, 112;62. წაუგებელი სერია "კლუბის" წინააღმდეგ 13 მატჩს შეადგენს (9 მოგება და 4 ფრე).

ბაიერნმა კლუბებს, რომლებიც ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებიან, უკანასკნელი 17 მატჩი მოუგო, საერთო ანგარიშით 58:10. ბოლოს მიუნხენელები კაიზერსლაუტერნთან 2010/11 წწ. სეზონის მეორე ტურში დამარცხდნენ (0:2). სტატისტიკა გუნდების წინააღმდეგ, რომლებსაც გავარდნა ემუქრება, უფრო შთამბეჭდავია. ბოლო 8 წლის განმავლობაში ბაიერნს გუნდებთან, რომლებიც ბოლო 3 ადგილს იკავებენ, არც ერთი მატჩი არ წაუგია. უკანასკნელად ესეთი შემთხვევა 2011 წლის თებერვალში კიოლნთან შეხვედრაში დაფიქსირდა (2:3). იმ დღიდან დაწყებული მიუნხენელებმა 38 შეხვედრიდან 35 მოიგეს (3 ფრე). ბურთები 100:14.

ბუნდესლიგაში დარჩენის იმედს ნიურნბერგს საკუთარ კედლებში სტატისტიკა აძლევს. 18 უკანასკნელი ქულიდან 15 "კლუბმა" საკუთარ სტადიონზე მოიპოვა. ბოლო საშინაო 5 შეხვედრაში ნიურნბერგმა მხოლოდ ერთი მარცხი იწვნია - ლაიპციგთან (0:1). ბოლოს ნიურნბერგმა ბაიერნი 2007 წლის თებერვალში დაამარცხა (3:0).

სატურნირო ცხრილის ლიდერი ნიურნბერგმა უკანასკნელად 14 წლის წინ დაამარცხა. 2004 წლის ნოემბერში "კლუბმა" ვოლფსბურგი ანგარიშით 4:0 გაანადგურა.


27-04-2019