სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მზადდება ნიურნბერგთან მატჩისთვის

პარასკევს გუნდმა მცირე შემადგენლობით ივარჯიშა. ნიკო კოვაჩის განკარგულებაში მხოლოდ 7 ფეხბურთელი იმყოფებოდა. კიდევ 7 სხვა და სხვა მიზეზების გამო არ დაესწრო. მაგრამ რეკორდმაისტერის მწვრთნელს სანერვიულო არაფერი აქვს.

"გუნდი სხვა და სხვა პროგრამებით ვარჯიშობდა. ნაწილი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა, ნაწილი მინდორზე იმყოფებოდა", აღნიშნა კოვაჩმა. მან ასევე დაამატა, რომ ვერდერთან სათასო შეხვედრის შემდეგ ტრავმები არ არის. "საერთო ჯამში ყველა ჯანმრთელია".

სავარჯიშო ცენტრში ინდივიდუალური პროგრამით რობერტ ლევანდოვსკი, სერჟ გნაბრი, დავიდ ალაბა და კინგზლი კომანი მუშაობდნენ. იგივე შეეხო კოკო ტოლისოს, რომელიც მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ ახლახანს ვარჯიშებს დაუბრუნდა. "ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა. მუხლი მწყობრში აქვს. მისი დაბრუნება მთლიან პროცესს შეადგენს, რომელსაც დრო სჭირდება", ახსნა კოვაჩმა.

დღეს ზებენერ შტრასეზე ფეხბურთელები დასკვნით ვარჯიშს ჩაატარებენ, რის შემდეგაც ნიურნბერგში ავტობუსით გაემგზავრებიან.


27-04-2019