სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კლასიკურმა მიულერმა ბაიერნი ფინალში გაიყვანა

თომას მიულერი გერმანიის თასის ნახევარფინალური საღამოების დიდი მცოდნეა, რადგანაც მონაწილეობა ამ სტადიის უამრავ შეხვედრაში მიიღო. ვერდერის წინააღმდეგ მატჩი ნამდვილი თრილერი გახდა. ორივე პოლარობის ემოციების აღსასვე შეხვედრა აღმოჩნდა. ფინალში გასვლა ორივე გუნდს სურდა, მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ ერთმა შეძლო. პირველად თომას მიულერი თასის ნახევარფინალში მონაწილეობა 2010 წელს მიიღო. "გასაოცარი ატმოსფერო იყო", გაიხსენა შემდგომში მიულერმა. მიმდინარე წელს 29 წლის ბავარიელმა მონაწილეობის რაოდენობით ფილიპ ლამს და ული ბოროვკას გადაუსწრო (ორივეს ცხრა ჯერ).

მიულერმა გუნდის წარმატების მიღწევაში დიდი წვლილი შეიტანა. 36-ე წუთზე ბოატენგის გრძელი გადაცემის შემდეგ მიულერმა ბურთი შორეულ ძელს გაარტყა, რომლის შემდეგ ლევანდოვსკიმ ის კარებში გადააგზავნა. მეორე ტაიმში ბავარიელმა ანგარიში 2:0-მდე გაზარდა. მიულერმა გორეცკას ნაკლებად კარგი დარტყმის შემდეგ ბურთი დაამუშავა და კარების მაღალ კუთხეში გადააგზავნა.

"მეგობრები იტყოდნენ, რომ ეს კლასიკური მიულერის გოლი იყო. მე გატანილი ბურთი მომეწონა", ესე დაახასიათა თომასმა ნახევარფინალებში თავისი მეშვიდე გოლი. უფრო მეტი მხოლოდ ჰანეს ლორს აქვს (10). "მიულერი ყველაზე რთულ ბურთებს იტანს", ღიმილით აღნიშნა ნიკო კოვაჩმა, იმის შემდეგ რაც თომასმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. "ეს იმაზე მეტყველებს, რომ მიულერის შეფასება რთულია. ის ისეთ რაღაცეებს ასრულებს, რომლებსაც სხვა არ აკეთებს", აღნიშნა 47 წლის სპეციალისტმა.

გერმანიის თასზე მიულერზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლება. ფეხბურთელის გოლები ბაიერნს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან! მიულერის გოლის შემთხვევაში ბაიერნი ყოველთვის იგებდა. ეს საერთო ჯამში 20-ჯერ მოხდა, რაც ტურნირის რეკორდს წარმოადგენს. მაგრამ კოვაჩმა ფეხბურთელი არა მარტო გატანილი ბურთისთვის შეაქო. "ძალიან ბევრს გადაადგილდებოდა, უამრავი ძალა ბრძოლას დაუთმო. მე მისგან ზუსტად ამას ველი".

შემტევს ბრემენის დაცვის ხაზი სრულ დაძაბულობაში ჰყავდა. მიულერი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამსახურებლად დაასახელეს. ლევანდოვსკისთან ერთან მან კარების მიმართულებით ყველაზე მეტი დარტყმა განახორციელა და ასევე ფლანგებიდან ყველაზე ხშირად ჩააწოდა (4). 68-ე წუთზე ერთ-ერთი ესეთი ჩაწოდება შეიძლება გოლით დასრულებულიყო, როდესაც მოისანდერმა ბურთი ჩაჯრა და ის ხარიხას მოხვდა.


26-04-2019