სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რობენი: ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია

ხუთშაბათს გუნდის ღია ვარჯიშში მონაწილეობა არიენ რობენმა მიიღო. ჰოლანდიელმა გადაცემებს ასრულებდა, სწრაფად გადაადგილდებოდა და მოედანზე პარტნიორებს მშვენივრად გრძნობდა. 45 წუთის შემდეგ რობენი სავარჯიშო ცენტრისკენ მიეშურა, სადაც მუშაობა ინდივიდუალური პროგრამით განაგრძო. "ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვშრომობდი", განაცხადა რობენმა.

მაგრამ სრული აღდგენისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. "ნამდვილად ბედნიერი ვიქნები, როდესაც გუნდის რიგებში 1-2 კვირას ჩავატარებ და შემდგომში სათამაშო დროსაც მივიღებ. მშვენიერი იქნებოდა", აღნიშნა გერმანიის 7-გზის ჩემპიონმა. "მინდორზე ჩემი ხილვა უამრავს ადამიანს სურს. რა თქმა უნდა, მეც იგივე მინდა".

უკანასკნელად რობენი მინდორზე ნოემბერში გამოვიდა (ბენფიკა, 5:1). შემდეგ მას ტრავმებმა გააწამეს. ახლა იმედი არსებობს, რომ სეზონის დასრულებამდე რობენს მინდორზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ. "ბაიერნთან დამშვიდობება ჯანმრთელი და კარგ კონდიციებში მსურს. საუკეთესო ვარიანტი ორი ტიტულის მოგებით იქნებოდა. წინ ბევრი შრომა გველის, იმედი მაქვს, რომ საკუთარ წვლილს შევიტან", დაასრულა ჰოლანდიელმა ვინგერმა.


26-04-2019