სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერი: თასზე ყველაფერია შესაძლებელი

"საერთო ჯამში ორივე გუნდმა უამრავი ძალა დახარჯა. როგორც მოსალოდნელი იყო, სტადიონზე მშვენიერი ატმოსფერო სუფევდა. 2:0-მდე ძალიან კარგ თამაშს ვდემონსტრირებდით, მიუხედავად იმისა, რომ ბრემენს უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე ეს შაბათის შეხვედრაში იყო. საკუთარ კედლებში განახლებული ძალებით ითამაშეს. ანგარიში დამსახურებლად გავხსენით. რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი გვქონდა. შემდეგ შეცდომები დავუშვით და ვერდერმა, რამდენიმე წუთში, საოცარი ენერგია გამოავლინა, რამაც ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. გასულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი, მაგრამ იმ გუნდმა გაიმარჯვა, რომელმაც ბადეში ბურთი გააგზავნა. საერთო ჯამში მეტოქეზე უფრო მეტი მომენტი გვქონდა. მაგრამ სათასო შეხვედრაში ყველაფერია შესაძლებელი. ძალიან რთული შეხვედრა იყო. უამრავი ძალის დახარჯვა მოგვიწია", აღნიშნა თომას მიულერმა.


25-04-2019