სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ფინალში გავიდა!

პირველი წუთებიდან ბრემენმა მაღალი პრესინგი ჩართო.

8' "მუსიკოსებმა" სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ დასკვნით სტადიაზე კრუზემ ააცილა.

10' ალაბამ საჯარიმოში მიულერი მონახა, თომასმ ქუსლით დაარტყა, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა. ვერდერი ბეწვზე გადარჩა.

16' ისევ მიულერი, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

22' კომანი მორიგი გარღვევა, ბურთი ტიაგოსთან მოხვდა, მაგრამ ესპანელმა ააცილა.

23' კლასენს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მაგანაც კარებს ვერ გაარტყა.

31' გებრე სელასის თაურ დარტყმას ულრაიხი დაეუფლა.

35' კომანი შორეულ ცხრიანს უმიზნებდა, მაგრამ ცოტათი ააცილა.

36' ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა! პოლონელმა ახლო მანძილიდან ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:1!

41' მიულერის გოლი ოფსაიდია გამო არ ჩაითვალა...

43' გნაბრიმ, ფინტების კასკადის შემდეგ, დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.

44' საშუალო დისტანციიდან ალაბამ გაისროლა, მაგრამ მეკარემ აიღო.

45' ბაიერნი ულრაიხმა გაადარჩინა.

შესვენებაზე გუნდი ანგარიშით 0:1 გავიდნენ.

48' წუთზე პავლენკამ ვერდერი მერამდენედ გადაარჩინა.

49' ეგეშტაინს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ულრაიხი ბურთს ადგილზე დახვდა.

57' რაშიცამ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად.

58' კოვაჩმა გნაბრი გამოცვალა, მინდორზე გორეცკა გამოვიდა.

59' საშუალო დისტანციიდან მიულერმა დაარტყა, ბურთი კარებს ზემოდან ასცდა.

60' ლევანდოვსკიმ თაური დარტყმა განახორციელა, მაგრამ არაზუსტად.

63' მიულერმა ანგარიში 0:2-მდე გაზარდა. პავლენკამ დარტყმის მოგერიება სცადა, მაგრამ ამაოდ!

66' მინდორზე ყოფილი ბაიერნელი პიზარო გამოვიდა.

67' ულრაიხმა ბაიერნი გაშვებულ ბურთს გადაარჩინა.

69' ვერდერი რიკოშეტის შემდეგ გადარჩა. ბურთი ხარიხას მოხვდა.

74' ოსაკომ ერთი ბურთი გაჰქვითა, 1:2.

75' რაშიცამ ანგარიში გაათანაბრა, 2:2.

78' გებრე სელასიმ კომანი წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა. ლევანდოვსკიმ დარტყმა ცივსისხლიანად შეასრულა, 2:3!

89' ხამესმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა...

89' მინდორზე რაფინია გამოვიდა, მან მიულერი გამოცვალა.

90' პიზაროს თაური დარტყმა კარებს ასცდა.

90' ლევანდოვსკიმ ძელს გაარტყა...

90' კომანის დარტყმა კარებს ძალიან ასცდა.

90' გებრე სელასიმ "მაკრატელა" შეასრულა, ულრაიხი ბურთს დახვდა.


25-04-2019