სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფინალამდე კიდევ ერთი ნაბიჯია

კლასიკური დაპირისპირების მეორე აქტი. გერმანიის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული მატჩის შემდეგ, 5 დღეში გუნდები ერთმანეთს ისევ შეხვდებიან. საღამოს მიუნხენელები ვეზერზე ბერლინის ფინალში საგზურის მოპოვებას ეცდებიან. ტურნირის მთავარი მატჩი 25 მაისს გაიმართება.

"ბერლინში მოგზაურობა ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს", თქვა ბერლინის მკვიდრმა ნიკო კოვაჩმა. მან ასევე ფინალური შეხვედრების "განსაკუთრებული ატმოსფერო" აღნიშნა. "ამ ატმოსფეროს შეგრძნება ნებისმიერი მწვრთნელისთვის და ფეხბურთელისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებას წარმოადგენს". 2017 და 2018 წლების შემდეგ ბაიერნის მწვრთნელს ფინალში გასვლა მესამედ შეუძლია. მაგრამ ამისთვის ბრემენში რთული ამოცანის გადაწყვეტა იქნება საჭირო.

"ნამდვილი ჯახი იქნება", დარწმუნებულია სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი. ამ მოლოდინებს მნიშვნელოვანი მიზეზი გააჩნია, რადგანაც თასის ფარგლებში ვერდერმა საკუთარ მოედანზე ჩატარებული ბოლო 38 შეხვედრის შემდეგ მომდევნო ეტაპზე სტაბილურად გადიოდა. ნიკო სხვა გუნდს ელოდება, ვიდრე ეს გასულ უქმეებზე ვიხილეთ. "გულშემატკივრების მხარდაჯერით შეტევაზე გადავლენ, დიდი გამბედაობით ითამაშებენ. საღამოს უფრო მძიმე მატჩის ჩატარება მოგვიწევს, ვიდრე ეს შაბათს იყო. მაგრამ შაბათის შეხვედრაც რთული იყო".

ნახევარფინალამდე ბრემენმა ბორუსიას და შალკეს გამოგდება შეძლეს. ამას დამატებული საღამოს მატჩის ეშხიც იქნება. "პროჟექტორების სინათლე და 40.000 გულშემატკივარი მშვენიერ ატმოსფეროს შექმნიან - განსხვავებული მატჩი იქნება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ რთული მატჩი იქნება", გააფრთხილა ყველა კოვაჩმა.

"დაღუპვა ან თაიგული გამარჯვებულისთვის - ამ მატჩზე ესეთ სიტყვებს ლუი ვან გაალი იტყოდა", თქვა ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, რომელმაც მინიშნება პლეი-ოფის სტადიის მატჩზე გააკეთა. "უქმეებზე მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, იმის ფიქრის უფლება არ გვაქვს, რომ საღამოს ყველაფერი მარტივი იქნება". მაგრამ, ბაიერნს საკუთარ ძალებში რწმენა გააჩნია, რაღაც ვეზერზე მათ 19-მატჩიანი გამარჯვებათა სერია გააჩნია. "ამ შეხვედრას პოზიტიური განწყობით ვხდებით. ფინალში გასასვლელად ამ მატჩის მოგება გვმართებს", ითხოვს ნიკო კოვაჩი.

ბრემენში ბაიერნს დისკვალიფიცირებული ნიკლას ზულე და ტრავმირებულები მანუელ ნოიერი და არიენ რობენი ვერ დაეხმარებიან. სამშაბათს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები ფრანკ რიბერის აღმოუჩნდა, შესაბამისად ფრანგი მატჩს ასევე გამოტოვებს. მაგრამ პოზიტიური ამბებიც არის. მწყობრში ჰუმელსი და ხამესი დაბრუნდნენ.


24-04-2019