სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ორმატჩიანი დაპირისპირების წარმატებული დასაწყისი

მატჩის შემდეგ ნიკლას ზულე მხოლოდ იღიმებოდა. "ძლიერი დარტყმა გამომივიდა", განაცხადა 23 წლის მცველმა საკუთარი გასროლის შესახებ, რომელმაც ბაიერნს ვერდერზე გამარჯვება ანგარიშით 1:0 მოუტანა. მატჩის მსვლელობისას მიუნხენელებს წინ გასასვლელად ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ სასურველი გამარჯვება 75-ე წუთზე მხოლოდ მცველის დარტყმამ მოუტანათ. სატურნირო ცხრილში რეკორდმაისტერმა ლიდერობა შეინარჩუნა.

მიუხედავად იმისა, რომ ბურთი კარებში დეივი კლასენის რიკოშეტის შემდეგ აღმოჩნდა შედეგი მაინც სავსებით დამსახურებული აღმოჩნდა. "ცალკარა იყო", გააკეთა მოკლე კომენტარი სერჟ გნაბრიმ. თუ პირველ ტაიმში თამაში თანაბარი იყო, მეორე ნახევარში მიუნხენელების სრული დომინირება იგრძნობოდა. ბაიერნის ფეხბურთელებმა კარების მიმართულებით 22 დარტყმა განახორციელეს, მეტოქემ მხოლოდ ერთხელ დაარტყა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბედზე დიდი მნიშვნელობა 57-ე წუთზე ველკოჩის გაძევებამ იქონია. ფლორიან კოფელდტის აზრით, ალიანც არენაზე ნახევარი საათის განმავლობაში კაცნაკლული შემადგელობით თამაშისგან სიამოვნებას ნაკლებად მიიღებ.

საკუთარი თამაშით ნიკო კოვაჩის გუნდმა ისევ დაამტკიცა, რომ ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლებს. "გამარჯვებების მოპოვება გვმართებს. ყველა მატჩის მოგების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულს აუცილებლად მოვიპოვებთ", განაცხადა მწვრთნელმა, იმ მინიშნებით, რომ დორტმუნდი ბაიერნს ქულით ჩამორჩება. "ტიტულს ვიბრძვით, შესაბამისად კარგი შედეგი გვჭირდება", თქვა ლეონ გორეცკამ. "რიკოშეტიდან გოლიც ამის მიღწევაში დაგვეხმარება", განაცხადა ზულემ.

ჩემპიონატში ბაიერნმა მიმდინარე ამოცანა გადაწყვიტა, ახლა თასის ნახევარფინალის ჯერი დგება, რომელშიც მიუნხენელებს გასვლაზე ისევ ბრემენთან თამაში მოუწევთ. "პლეიოფია. ჩემთვის ცნობილია, რომ ბრემენში თამაში რთულია. განსხვავებული მატჩი იქნება, ინტენსიური და მძიმე მატჩი გველის. ვნახოთ ფინალში გასვლას ვინ შეძლებს", აღნიშნა კოვაჩმა.

ბაიერნის მიზეზი გერმანიის თასის ფინალში გასვლაა, რომელიც 25 მაისს ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე გაიმართება. "სეზონის დასრულებას ისევ ორი ტიტულის მოგების შანსით გაგვაჩნია. მათ მოგებას ვეცდებით. ამის შემთხვევაში ძალიან კარგი სეზონი გამოგვივა", თქვა ნიკლას ზულემ. ბრემენში ცენტრალური მცველი დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ვერ დაეხმარება.


21-04-2019