სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

პიზარო: 10 კაცით თამაში რთულია

"მიუნხენში ნამდვილი ფეხბურთის დემონსტრირება არც ისე ცუდია. გაძევების შემდეგ უშანსოდ დავრჩით. დარჩენილ 35 წუთში ბაიერნის წინააღმდეგ მხოლოდ ბრძოლა ყოველი ბურთისთვის დაგვრჩენია, რასაც ვაკეთებდით. შემდეგ გოლი მივიღეთ. საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი დავრჩი. ვაჟკაცურად ვმოქმედებდით, ყველა ძალა დავხარჯეთ და გამარჯვების მოპოვების სურვილი გამოვავლინეთ. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მომენტისთვის ბაიერნი ჩვენთვის ძალიან ძლიერი მეტოქეა", აღნიშნა ფლორიან კოფელდტმა.

"ვაჟკაცურად გვსურდა თამაში და ვაჟკაცურად ვითამაშეთ. მაგრამ, როდესაც ბაიერნი ალყაში მოგაქცევს, მაშინ თამაში წარმოუდგენლად რთულია. ბურთს ძალიან კარგად ანაწილებენ და პოზიციურად მშვენივრად თამაშობენ. თავის გაღწევა ვერ მოვახერხეთ", დაამატა ნური შაჰინმა.

"მატჩის დასაწყისში კონტრშეტევებზე თამაში ვცადეთ. რამდენიმე სიტუაციაში ბურთს ვაკონტროლებდით. მაგრამ 10 კაცით ბაიერნის წინააღმდეგ თამაში რთულია", დაასრულა კლაუდიო პიზარომ.


21-04-2019