სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა 3 ქულა მოიპოვა

6. ვერდერმა კუთხური მოიპოვა. მაგრამ ჩაწოდებამ მეტოქეს დივიდენტები არ მოუტანა.

8. კიმიხის ჩაწოდებული ბურთი მეტოქემ კუთხურზე გადააგდო. კარგი მომენტი მარტინეზს ჰქონდა, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა.

15. ტიაგომ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ არაზუსტად.

18. ულრაიხისა და ბოატენგის შეუთანხმებლობის გამო ბურთი კუთხურზე გადავიდა. მაგრამ მეტოქემ შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

22. საშუალო დისტანციიდან მიულერმა დაარტყა. პავლენკამ ბურთი აიღო.

26. ტიაგომ გნაბრიზე მშვენიერი გადაცემა შეასრულა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. კუთხურმა რეკორდმაისტერს არაფერი მოუტანა.

29. ტიაგოს მორიგი არაზუსტი გადაცემა და ვერდერი სწრაფ კონტრშეტევაზე გადადის. ულრაიხმა "მუსიკოსების" შეტევა გაანეიტრალა.

32. ბაიერნის მორიგი კუთხური, მაგრამ ისევ დივიდენტების გარეშე.

35. ისევ ტიაგო - გნაბრის ორსვლიანი შეტევა, მაგრამ უკანასკნელმა დასკვნითი გადაცემის შემდეგ ბურთს ვერ შეწვდა.

40. საჯარიმოს სიახლოვეს გნაბრიმ ჯარიმა მოიპოვა, მაგრამ ალაბამ ბურთი კედელს გაარტყა.

44. გნაბრიმ 30-მეტრიან რეიდი განახორციელა, მაგრამ დასკვნითი დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

შესვენებაზე მეტოქეები ნულოვანი ფრედ გავიდნენ.

46. მეორე ტაიმი ვერდერის აქტიურობით დაიწყო.

49. ლევანდოვსკის დარტყმა პავლენკამ კუთხურზე მოიგერია.

52. ბაიერნმა ლამაზი შეტევა გაითამაშა, მაგრამ მხოლოდ კუთხური მოიპოვა. კუთხური ზულეს არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

54. გნაბრის უძლიერესი დარტყმა პავლენკამ მოიგერია.

57. ახლო დისტანციიდან ლევანდოვსკის დარტყმა ისევ პავლენკა გაუმკლავდა.

58. მეტოქე კაცნაკლული დარჩა. არბიტრმა ვეიკოვიჩი გააძევა.

68. ალაბამ საშუალო დისტანციიდან დაარტყა, მაგრამ ისევ არაზუსტად.

69. ისევ ალაბა, მაგრამ ამჯერად პავლენკამ კუთხურზე მოიგერია.

70. ბოატენგმა მიულერზე ჩააწოდა, მაგრამ მან თაური დარტყმით კარებს ააცილა.

71. მიულერის ნაცვლად მინდორზე რიბერი გამოვიდა.

76. როგორც იქნა ბაიერნმა ბურთი შეაგდო. ზულეს დარტყმის შემდეგ ბურთი ბადეში აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მცველს მცირე რიკოშეტი დაეხმარა, 1:0!

78. გნაბრიმ გაისროლა. ბურთი კარებს ასცდა.

79. ლევანდოვსკის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

85. ბაიერნმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. ლევანდოვსკიმ კარებს ააცილა.

მატჩის მიწურულს სანჩესმა დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. 100%-ანი მომენტი გორეცკამაც ვერ გამოიყენა.

ბაიერნმა რთულ მატჩში 3 ქულა მოიპოვა. დორტმუნდი კვირას ფრაიბურგთან გასვლაზე ითამაშებს.


20-04-2019