სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი - ვერდერი. ორი დუელი, ერთი მიზანი

მომდევნო დღეებში ბაიერნს ვერდერთან ორმატჩიან დაპირისპირებაში გამკლავება მოუწევს და მთავარი ამოცანის გაგრძელება დუბლის მოპოვების შესრულება იქნება. შაბათს ჩემპიონატის ფარგლებში რეკორდმაისტერი მეტოქეს ალიანც არენაზე უმასპინძლებს, ოთხშაბათს კი ვეზერზე, გერმანიის თასის ნახევარფინალის ფარგლებში, დაუპირისპირდება. "ორი ძალიან რთული შეხვედრა იქნება", გააფრთხილა ყველა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

კოვაჩს ესე შორს ფიქრი ჯერ არ სურს. "კონცენტრაციის გადატანა პირველ მატჩზე გვმართებს. გამარჯვების მოპოვება აუცილებელია", განაცხადა 47 წლის სპეციალისტმა. დორტმუნდთან უპირატესობა მხოლოდ ქულას შეადგენს. შესაბამისად, ბაიერნს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. "ყველა დარჩენილი შეხვედრა ფინალის ტოლფასი იქნება. ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასასრულებლად ყველა ძალების დახარჯვა მოგვიწევს", აღნიშნა მანუელ ნოიერმა.

"თამაში ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს, რომელიც მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. მეშვიდე ადგილზე მყოფი ვერდერი ევროლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. "წელს ჯერ არც ერთი მატჩი არ წაუგიათ", თქვა კოვაჩმა. მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ "მუსიკოსების" წარმატებული სერია შეიძლება ალიანც არენაზე შეწყდეს. ბაიერნი საკუთარ მოედანზე ბურთს უკვე 425 წუთის განმავლობაში არ უშვებს. მოგებათა სერია კი 8 მატჩს შეადგენს.

"ამ მომენტისთვის ყველაფერი კარგად ვითარდება. უკანასკნელ შეხვედრებში კარგად გამოვიყურებოდით. ბევრი ბურთი შევაგდეთ და ცოტა მივიღეთ", განაცხადა კოვაჩმა. "კარგად ვართ მომზადებულები", დაამატა მანუელ ნოიერმა, რომელიც შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. გუნდს ასევე არიენ რობენიც დააკლდება.


20-04-2019