სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩის ციფრები და რიცხვები

გუნდმა გამარჯვება ანგარიშით 3:0 მოიპოვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ახალ სეზონში ბაიერნის საქმე წარმატებულად მიდის. მიუნხენელებმა გასვლით შეხვედრებში 400-ე გამარჯვება მოიპოვეს.

წარმოგიდგენთ მატჩის ციფრებს და რიცხვებს.

400 - ბაიერნის გასვლითი გამარჯვებების რაოდენობა;

250 - შტუტგარტში რიბერიმ იუბილე აღნიშნა. ბაიერნის მაისურში, ბუნდესლიგის ფარგლებში, ფრანგმა 250-ე შეხვედრა ჩაატარა;

184 - ფრანკ რიბერიმ 250 მატჩი 184 გამარჯვება მოიპოვა. ამ მაჩვენებელს ფრანგ ვინგერზე სწრაფად ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ მიაღწია. მეორე ადგილზე თომას მიულერი იმყოფება (256 მატჩი);

100 - შტუტგარტში რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის ფარგლებში საიუბილეო 100-ე გამარჯვება იზეიმა;

50 - შტუტგარტში სერჟ გნაბრიმ ბაიერნის რიგებში დებიუტი იზეიმა. ეს შეხვედრა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ჩემპიონატის ფარგლებში 50-ე აღმოჩნდა;

10 - პირველად ბუნდესლიგის ისტორიაში ბაიერნმა მეტოქეს ზედიზედ 10 გასვლითი მატჩი მოუგო;

4 - რობერტ ლევანდოვსკი პირველ ორ ტურში ბურთებს ზედიზედ მეოთხე სეზონია იტანს, რაც ბუნდესლიგის რეკორდია;

4 - ნიკო კოვაჩმა ბაიერნის მწვრთნელის პოსტზე მეოთხე შეხვედრაში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა;

1 - ლეონ გორეცკა სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი იზეიმა და ეგრევე ბურთი შეაგდო. ამაზე კარგ დებიუტს ვერც ვუსურვებდით.


02-09-2018