სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ალფონსო დეივისთან

მიუნხენში უკვე თითქმის 6 თვე იმყოფები. შეეჩვიე ქალაქს?
"აქ ყველაფერი მომწონს. კანადას ძალიან განსხვავდება. კვირა დღეს ყველაფერი დაკეტილია, რაც ყველაზე მეტად მაკვირვებს. ამინდი დღიდან დღემდე უმჯობესდება. ჩემს სახლთან ბევრი კაფე მდებარეობს, ქუჩებზე უამრავი ხალხი სეირნობს. ეს მშვენიერია. იმედი მაქვს, რომ კულტურას და ენას სწრაფად შევისწავლი".

როგორ მიმდინარეობს გერმანული ენის გაკვეთილები?
"ძალიან მიჭირს. ვფიქრობ, რომ გერმანული მსოფლიოში ერთ-ერთი რთული ენაა. მაგრამ მშვენიერი მასწავლებელი მყავს და გუნდში ყველა მეხმარება. ენის სწავლა აუცილებლად მსურს. გაკვეთილებზე ყოველდღიურად დავდივარ".

ჩამოსვლის შემდეგ შენ ამბობდი, რომ ვარჯიშებზე ტემპის შესაჩვევად რაღაც დრო დაგჭირდება. ახლა როგორ არის საქმეები?
"ჯერ კიდევ ვეჩვევი. ესეთ ასაკში მსოფლიო დონის კლუბში ყველასთან ერთ დონეზე ყოფნა მარტივი არ არის. დრო მესაჭიროება. მოთმინება უნდა გამოვავლინო. ვიცი, რომ შეცდომას ვუშვებ. ბიჭები მეუბნებიან, რომ შეცდომების უფლება მაქვს. შეცდომებზე ვსწავლობ".

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა თანაგუნდელმა დაგიტოვა? რომელი თანაგუნდელისგან ყველაზე მეტის სწავლა შეგიძლია?
"ესეთ გუნდში ნებისმიერი ფეხბურთელისგან სწავლა შეიძლება. მაგრამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება ტიაგომ დამიტოვა. მისი ტექნიკა, ბურთის გრძნობა და სათამაშო ინტელექტი შთამბეჭდავია. ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს. მისი თამაშის ხილვა სიამოვნებას განიჭებს".

კმაყოფილი დარჩი მინდორზე პირველი გამოსვლით?
"კმაყოფილი ვარ, რომ რამდენიმე წუთი ვითამაშე. მიუნხენში ჩამოსვლისას საკუთარი დონი ჩემთვის უცნობი იყო. მაგრამ მწვრთნელმა ჩემში რაღაც შენიშნა. მან თამაშის შესაძლებლობა მომცა და საბედნიეროდ ბურთი გატანა მოვახერხე. იმედი მაქვს, რომ აქ ბევრს გავიტან".

პირველი გოლი და თან ალიანც არენაზე. რა იგრძენი იმ მომენტში?
"ეს იყო "Wow"! დღემდე სიტყვებს ვერ ვპოულობ. გავიტანე და შემდეგ მომენტში რობენივით მუხლებზე აღნიშვნა გადავწყვიტე. ერთ-ერთ ვიდეოზე მე ეს ვნახე. აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. ჩემთვის სამაგალითოა. მისი ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი. უბრალოდ წარმოუდგენელი ფეხბურთელია. იმედი მაქვს, რომ ბაიერნიდან წასვლამდე რამდენიმე შეხვედრას კიდევ ჩაატარებს".

ტრავმის გამო დორტმუნდთან შეხვედრას თვალს ტრიბუნიდან ადევნებდი. შემადგენლობის დასახელების დროს გულშემატკივრებთან ერთად ფეხბურთელების სახელებს და გვარებს გასძახოდი. პროფესიონალური ფეხბურთელის სტატუსის მიუხედავად, მაინც გულშემატკივრად რჩები?
"გერმანული "Der Klassiker"-ის დიდი გულშემატკივარი ვარ. ამ გუნდებს შორის შეხვედრები ყოველთვის სანახაობრივია. უმაღლესი დონის მატჩებია".

სამშობლოში ბაიერნზე რას ამბობენ?
"ბაიერნი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია. ადამიანები ჩემი გადასვლით გაკვირვებულები დარჩნენ. ჩამოსვლისას იგივე ვიგრძენი. გასახდელში პირველი ვინც შეხვდა რობენი იყო. თვალებს ვერ დავუჯერე და გაუჩერებლად ვუყურებდი. ალბათ ძალიან უცნაურად გამოვიყურებოდი (იცინის)".

შენს სათამაშო ნომერს რაიმე მნიშვნელობა თუ აქვს?
"14 და 19 ნომრიანი მაისურების შორის უნდა ამერჩია. შემდეგ მივხდი, რომ 2019 წლიდან ამ გუნდში ვითამაშებ, თან წელს 19 წელი შემისრულდება. შესაბამისად ეს ნომერი ავირჩიე".


19-04-2019