სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნს ბრემენთან დაპირისპირებაში უნიკალური მიღწევა აქვს - 2011 წლის იანვრიდან მიუნხენელებმა მეტოქე ზედიზედ 18-ჯერ დაამარცხეს. ბუნდესლიგის დაფუძნებიდან არც ერთ სხვა გუნდს ესეთი სერია არ აქვს. უკანასკნელად რეკორდმაისტერმა ბრემენთან 3 ქულა 2010 წლის სექტემბერში ვერ მოიპოვა.

საერთო ჯამში გერმანიის ჩემპიონატში გუნდები ერთმანეთს 105-ჯერ შეხვდნენ. არც ერთ სხვა გუნდთან ბაიერნს ესე ხშირად არ უთამაშია. აქედან გამომდინარე მიუნხენელებს ყველაზე მეტი მარცხი ზუსტად ბრემენისგან აქვთ. საერთო სტატისტიკა ბაიერნის უპირატესობაზე მეტყველებს: 54 გამარჯვება, 26 ფრე და 25 მარცხი. ბურთები - 210:123. ბუნდესლიგის უკანასკნელ საშინაო 7 შეხვედრაში რეკორდმაისტერი "მუსიკოსებს" ყოველთვის მინიმუმ 4 ბურთს უტანდა. ამ მატჩების საერთო ანგარიში - 36:6-ია.

მაგრამ შაბათის შეხვედრამდე სიტუაცია ერთგვაროვანი არ არის. მეორე წრეში ვერდერმა კარგი სვლა აკრიფა. 2019 კალენდარული წლის განმავლობაში ვერდერი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არც ერთი მატჩი არ წაუგია. მეორე წრის სატურნირო ცხრილში "მუსიკოსები" მე-4 ადგილს იკავებენ. ბაიერნისგან მათ 7 ქულა აშორებთ. ნიკო კოვაჩი გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, 12 შეხვედრის შემდეგ ბაიერნს 31 ქულა დაუგროვდა.

ალიანც არენაზე გამართულ 8 შეხვედრაში მიუნხენელებმა 8 გამარჯვება მოიპოვეს, საერთო ანგარიშით 29:2. შესაბამისად. საშინაო შეხვედრებში რეკორდმაისტერი ბურთს, ბუნდესლიგის ფარგლებში, უკვე 425 წუთის განმავლობაში არ უშვებს.

ბაიერნი ვერდერის წინააღმდეგ ასევე ლევანდოვსკისა და პიზაროს დუელს წარმოადგენს. ორივე ბუნდესლიგის ისტორიაში ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირები არიან. წინა საშინაო შეხვედრაში მაინცის წინააღმდეგ პოლონელმა 200-ე და 201-ე ბურთები შეაგდო, პერუელს ამ მომენტისთვის 195 გოლი დაუგროვდა.

შაბათს თომას მიულერი ბუნდესლიგაში თავის ყველაზე საყვარელ მეტოქეს დაუპირისპირდება. 29 წლის ფეხბურთელმა "მუსიკოსებს" 18 ჩატარებული მატჩიდან 16 მოუგო (2 ფრე). ამ შეხვედრებში შემტევმა 9 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მხოლოდ ჰანოვერის და ვოლფსბურგის კარებში მიულერმა ასევე 9 ბურთი გაიტანა.


19-04-2019