სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კომანი და გნაბრი ბაიერნის წარმატების გარანტია

დიუსელდორფთან მატჩში ორივემ გაიბრწყინა, მეორე დღეს გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ორშაბათს გუნდის ღია ვარჯიშზე 1500 ფანი მივიდა, უმეტესობამ ავტოგრაფები მიიღეს და "სელფები" გადაიღეს. განსაკუთრებით მოთხოვნადები კვირის მატჩის გმირები კომანი და გნაბრი იყვნენ.

20 საათით ადრე ბაიერნის ვინგერებმა ბაიერნის მოგებაში დიუსელდორფის წინააღმდეგ დიდი წვლილი შეიტანეს. ამ წარმატების წყალობით ბაიერნმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა და 5 ტურით ადრე აღებული გეზით მოძრაობას განაგრძობს. პირველ ტაიმში კომანმა დუბლი მიითვალა, მეორე ნახევრის დასაწყისში გნაბრიმ მესამე ბურთი შეაგდო, რომელმაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

მიმდინარე ჩემპიონატში სერჟ გნაბრიმ გოლი + პასის სისტემით უკვე 14 ქულა დააგროვა (9 გოლი და 5 გადაცემა), გუნდში ვინგერი ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლევანდოვსკის ჩამორჩება (28). დარჩენილ მატჩებში მას პირადი რეკორდის გაუმჯობესების მშვენიერი შანსი აქვს (15). უკანასკნელ 5 შეხვედრაში 23 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა გუნდის 7 გოლში მიიღო. მან 4 გატანილი ბურთის გარდა 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

კინგზლი კომანი ასევე კარგ კონდიციებში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგს ტრავმის გამო პრაქტიკულად თითქმის მთელი პირველი წრე გაუცდა მან უკვე 5 ბურთი გაიტანა, რაც მისთვის საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს. დიუსელდორფში კომანმა მიმდინარე სეზონში მეორე დუბლი გაიფორმა. ფორტუნას კარების მიმართულებით 22 წლის ბაიერნელმა 5 დარტყმა განახორციელა, აქედან 4 მან პირველ ტაიმში შეასრულა. ორი გოლის გარდა კომანმა ბურთი ერთხელ ძელს გაარტყა.

ნელ-ნელა კომანი ბაიერნისთვის წარმატების გარანტი ხდება. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ტიტულების მოპოვების გარანტი უკვე გახდა. 2012/13 წწ. სადებიუტო სეზონის შემდეგ კომანი ყოველწლიურად მინიმუმ ჩემპიონის ტიტულს იგებდა - პსჟ-სთან, იუვენტუსთან და ბაიერნთან. იმედია, რომ ეს წარმატებული სერია წელსაც გაგრძელდება.


16-04-2019