სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა პირველი ადგილი დაიბრუნა!

მატჩი ტიაგოს თაურით დაიწყო, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.

ფორტუნა თავსაც კარგად იცავდა და კონტრშეტევებზეც გადასვლასაც ცდილობდა.

მე-15 წუთზე კომანმა ფლანგიდან დარტყმის შემდეგ ანგარიში გახსნა, 0:1!

39-ე წუთზე კომანმა გაისროლა, მაგრამ რენზინგმა დარტყმა მოიგერია.

42-ე წუთზე კომანმა დუბლი მიითვალა. შედეგიანი გადაცემა მას კიმიხმა გაუკეთა, 0:2!

ტაიმის მიწურულს მარტინეზის თაური დარტყმის შემდეგ ფორტუნას გაშვებულ ბურთს რენზინგმა გადაარჩინა.

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:2 გავიდნენ.

49-ე წუთზე რენზინგმა ტიაგოს სასწაული ბურთი მოუგერია.

53-ე წუთზე მანუელ ნოიერმა ფეხი იტკინა, მის ნაცვლად კარებში ულრაიჰი ჩადგა.

55-ე წუთზე გნაბრიმ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:3! ლამაზი გადაცემა თავით მიულერმა შეასრულა.

59-ე წუთზე ტიაგოს დარტყმულს ისევ რენზინგი გადაეფარა.

70-ე წუთზე მეტოქეს ფეხბურთელმა საშუალო დისტანციიდან გაისროლა, არაზუსტად.

71-ე წუთზე მიულერი გორეცკამ შეცვალა.

78-ე წუთზე კიმიხი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს, მაგრამ იოზუამ დასკვნითი გადაცემა ვერ შეასრულა.

80-ე წუთზე მინდორზე ხამესი გამოვიდა. მან გნაბრი გამოცვალა.

84-ე წუთზე ტიაგოს თაური დარტყმის შემდეგ ბურთი კარებს ზემოდან ასცდა.

89-ე წუთზე ლუკებაკიომ პენალტიდან ერთი ბურთი გაჰქვითა, 1:3. საჯარიმოში ბურთი ჰუმელსს ხელში მოხვდა.

მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ბაიერნმა თქვა. გორეცკამ მეტოქეს მეოთხე ბურთი გაუტანა, 1:4!

ბაიერნმა სტატუს კვო დორტმუნდთან აღადგინა და პირველ ადგილს დაუბრუნდა!


14-04-2019