სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გორეცკას სადებიუტო გოლი + პასი!

ნიკო კოვაჩმა სათადარიგოთა სკამზე ხავი მარტინეზი დატოვა. მის ნაცვლად მინდორზე ლეონ გორეცკა გამოვიდა. ცენტრალური მცველების წყვილი ჰუმელსი და ბოატენგის სახით ვიხილეთ.

ბაიერნმა მატჩი აქტიურად დაიწყო და დიდ უპირატესობას ფლობდა. მომენტები ლევანდოვსკის ჰქონდა, რომელმაც ხელსაყრელ ეპიზოდში ბურთი ვერ გაიჩერა და ასევე მიულერს, რომლის თაური დარტყმა კარებს აცდა. მეტოქემ თამაში კონტრშეტევებზე ააწყო.

მატჩის 37-ე წუთზე გორეცკამ ბაიერნის მაისურში სადებიუტო ბურთი შეაგდო. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბურთი ოსტატურად გაიჩერა და ცილერისგან შორეულ კუთხეში გადააგზავნა, 0:1!

შემდეგ ჰუმელსის კარგი თაური დარტყმა შვაბების მეკარემ მოიგერია. მომენტი მიულერსაც ჰქონდა, მაგრამ თომასმა კარებს ააცილა და თან გვერდითმა არბიტრმა მასზე თამაშგარე სიტუაცია დააფიქსირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დავიდ ალაბამ საჯარიმო დარტყმიდან ბურთი ძელს გაარტყა. ცილერი ამ ბურთს ვერ წვდებოდა. სახიფათო თაური დარტყმა გორეცკას გამოუვიდა, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ აცდა. ბაიერნი მატჩის სადავეებს სრულად აკონტროლებდა.

მორიგი თაური დარტყმა ჰუმელსისგან, მაგრამ ცილერმა ბურთს დაეუფლა. 62-ე წუთზე გოლი ლევანდოვსკიმ მიითვალა. მასზე გადაცემა პირველი ბურთის ავტორმა გორეცკამ შეასრულა.

75-ე წუთზე მეტოქის კარები უკვე მიულერმა აიღო. მშვენიერი გადაცემა ქუსლით მას ლევანდოვსკიმ გაუკეთა, 0:3!

გოლის შემდეგ რიბერის ნაცვლად გნაბრი შემოვიდა, რომლისთვისაც ეს მატჩი სადებიუტო იყო. რობენი ხამესმა შეცვალა. ჰოლანდიელს მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა. რობენი სკამის ნაცვლად ეგრევე გასახდელისკენ მიეშურა.

მატჩის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა. სანაკრებო პაუზაზე ბაიერნი 6 ქულით გავიდა!


01-09-2018