სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი დიუსელდორფთან მატჩის მოლოდინში

წინა ტურის ცენტრალურ მატჩში წარმატების მიღწევის შემდეგ, კვირას საღამოს ბაიერნს თამაში დიუსელდორფში ადგილობრივ ფორტუნასთან მოუწევს. ნიკო კოვაჩის გუნდი დორტმუნდთან დიდი ანგარიშით გამარჯვების მართებულობის დამტკიცებას ეცდება. სატურნირო ცხრილში ბაიერნი პირველ ადგილზე გამაგრებას ეცდება. "ისევ პირველ ადგილზე ვართ და მის დატოვებას არ ვაპირებთ", აღნიშნა წინა სამატჩო კონფერენციაზე ნიკო კოვაჩმა.

დორტმუნდზე უპირატესობა მხოლოდ ერთ ქულას წარმოადგენს. "რთული გასვლითი შეხვედრისთვის ისევე უნდა მოვემზადოთ, როგორც დორტმუნდთან მატჩისთვის. აგრესიულობის, სირბილის და ბრძოლისუნარიონის შემცირების უფლება არ გვაქვს. ამ შემთხვევაში, იმედი მაქვს, ჩვენი დონე 100%-ით გამოვლინდება", გააზიარა საკუთარი მოსაზრება მწვრთნელმა კვირა დღის მატჩის წინ.

"დორტმუნდთან მატჩში გუნდმა საკუთარი შესაძლებლობები აჩვენა. დიუსელდორფში წარმატების გამეორება გვსურს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ კონტრშეტევების დროს მეტოქე ძალიან სახიფათოა", თქვა კოვაჩმა პირველი წრის მატჩზე მინიშნებით, სადაც მატჩის მსვლელობის განმავლობაში ბაიერნი დიუსელდორფს ანგარიშით 3:1-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა 3:3 დასრულდა. "იმ მატჩის შემდეგ შეცდომების ანალიზი მოვახდინეთ და სწორი დასკვნები გამოვიტანეთ. იმ დღის შემდეგ წარმატებების გზას გავუყევით და ახლა პირველი მატჩის გარემოებების თავის არიდება გვსურს", განაცხადა კოვაჩმა.

იმ დღის შემდეგ რეკორდმაისტერმა 16 შეხვედრიდან 14 მოიგო და პირველ ადგილზე დაბრუნდა. ლიდერის სტატუსის შესანარჩუნებლად მიუნხენელებს სრული კონცენტრაციით თამაში მმართებთ, პირველ რიგში ბაიერნმა კონტრშეტევების განეიტრალება უნდა მოახერხოს, რომლებითაც დიუსელდორფი არის განთქმული.


13-04-2019