სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

წინა ტურში, დორტმუნდთან შეხვედრაში, რობერტ ლევანდოვსკი მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგაში 200-გოლიან მაჩვენებელს მიაღწია. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ესეთი სტატისტიკის მიუხედავად, გერმანიაში კიდევ არსებობს კლუბი, რომლისთვის ლევანდოვსკის ბურთი ჯერ აქვს გატანილი. მიმდინარე ჩემპიონატის 18 გუნდიდან 17-სთვის ფორვარდს ბურთი აქვს შეგდებული. ფორტუნა ლევანდოვსკის ჯერ გადაურჩა. კვირას პოლონელს ამის გამოსწორება შეუძლია.

რჩევის მიღება ლევანდოვსკის მიულერისგან შეუძლია. 29 წლის ბაიერნელმა ფორტუნასთან გამართულ 3 შეხვედრაში 5 ბურთის გატანა მოახერხა. ბუნდესლიგის მოქმედი ფეხბურთელებისგან იდენტური მაჩვენებელი მხოლოდ ლუკა იოვიჩს აქვს.

გასვლით შეხვედრებში რეკორდმაისტერი ფორტუნას უკვე ზედიზედ 7 მატჩში ამარცხებს. არც ერთ სხვა გუნდთან დიუსელდორფს ესეთი წარუმატებელი სერია არ აქვს. დიუსელდორფში ჩატარებული უკანასკნელ 4 შეხვედრაში ბაიერნს ბურთი არ გაუშვია. ფორტუნასთან გასვლაზე ბაიერნი ბოლო თითქმის 34 წლის წინ დამარცხდა - 1985 წლის სექტემბერში ანგარიში 0:4 დაფიქსირდა.

გუნდები ერთმანეთს 47 ჯერ შეხვდნენ. აქედან მიუნხენელებმა 27 მატჩი მოიგეს, 10 ფრედ დაასრულეს და 10 მეტოქემ მოიგო. ბურთები, 109:62. არც ერთ სხვა გუნდთან ფორტუნას ამდენი მატჩი არ წაუგია და ამდენი ბურთიც არ გაუშვია. ბაიერნი დიუსელდორფთან 1991 წლის აპრილიდან (0:1) არ აგებს. მაგრამ მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში ფრიდჰელმ ფუნკელის გუნდმა ალიანც არენადან ქულის წამოღება შეძლო (3:3).

მიმდინარე სეზონში ფორტუნას სიურპრიზების გუნდის სტატუსი აქვს. 28 ტურის შემდეგ 37 ქულით დიუსელდორფი უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში საუკეთესო სეზონს ატარებს. 1990/91 წწ. სეზონში გუნდს ამ მონაკვეთისთვის 41 ქულა ჰქონდა. ესეთი სტატისტიკით ფორტუნა პირველი ბუნდესლიგის ბინადრობას, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონისთვისაც შეინარჩუნებს.


12-04-2019