სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

შტუტგარტი - ბაიერნი. სტატისტიკა ფაქტები და ა.შ.

სეზონის პირველი გასვლითი შეხვედრა ბაიერნს არც ისეთი მარტივი ექნება. წინა სეზონში შვაბემბა "მერსედეს ბენც არენაზე" მხოლოდ 9 ბურთი გაუშვეს. საერთო ჯამში შტუტგარტმა მხოლოდ 36 გოლი მიიღო, რაც ბაიერნის შემდეგ მეორე მაჩვენებელი იყო.

უკანასკნელ წლებში ბაიერნი შტუტგარტთან გასვლაზე საკმაოდ წარმატებულად თამაშობდა. რეკორდმაისტერმა გამარჯვება ზედიზედ 9 მატჩში მოიპოვა. ბოლოს შტუტგარტმა მიუნხენელები თითქმის 11 წლის წინ დაამარცხა: 2007 წლის 10 ნოემბერს ანგარიშით 3:1. ბუნდესლიგის დაარსების შემდეგ ბაიერნმა ზედიზედ 9 მატჩი მხოლოდ ვერდერს მოუგო.

შტუტგარტში მიუნხენელებმა 50 შეხვედრა გამართეს და აქედან 28 მოიგეს. ეს რეკორდმაისტერისთვის რეკორდია. ბუნდესლიგის დანარჩენ კლუბებთან ბაიერნს ასეთი წარმატებული სტატისტიკა არ აქვს. ბაიერნისთვის გასვლითი შეხვედრების სტატისტიკა შემდეგია: 28 გამარჯვება, 10 ფრე და 12 მარცხი.

შტუტგარტმა სეზონის დებიუტი ჩააგდო. გუნდმა გერმანიის თასის ფარგლებში ჰანზასთან დამარცხდა 0:2 და ჩემპიონატის პირველ ტურში შვაბები მაინცთან წააგეს 0:1. შტუტგარტი ერთადერთი კლუბია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ბურთი ჯერ არ გაუტანია.


01-09-2018