სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი დიუსელდორფისთვის მზადდებას შეუდგა

ოთხშაბათს, წვიმის მიუხედავად, გუნდის ღია ვარჯიშზე უამრავი გულშემატკივარი მივიდა. დორტმუნდთან შთამბეჭდავი გამარჯვების (5:0) შემდეგ პირველი ვარჯიში იყო. ორი დასვენების დღის შემდეგ ბაიერნმა მზადდება დიუსელდორფთან შეხვედრისთვის დაიწყო, რომელიც კვირას საღამოს გაიმართება. წარმატებების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში რეკორდმაისტერი პირველ ადგილს შეინარჩუნებს.

ვარჯიში ამადმყოფობის გამო რიბერიმ გამოტოვა. ალფონსო დეივისი, რომელიც მუხლის მყესებთან დაკავშირებული პრობლემების გამო აღდგენით პროგრამას გადის, სათადარიგო მინდორზე შრომობდა. არიენ რობენი სავარჯიშო ცენტრში ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა. სავარჯიშო მატჩის შემდეგ, რომლიც ჩვეულებრივზე ოდნავ დიდი ხანი გაგრძელდა, ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგეს.


11-04-2019