სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი "მეორე სართულზე" დომინირებს

"მიმდინარე სეზონში ჩემ პირველ გოლს დიდი ხანია ველოდი". ამ სიტყვების გაგება, როგორც წესი, შემტევი ხაზის ფეხბურთელისგან შეიძლება, მაგრამ არა მცველისგან. მაგრამ ზუსტად ეს წინანადება მატს ჰუმელსმა დორტმუნდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. ამ მატჩში 30 წლის ფეხბურთელმა თავისი გუნდის ერთ-ერთი ბურთი შეაგდო. ამით ჰუმელსმა შთამბეჭდავი სერია გააგრძელა, რომლის მიხედვით 2008/09 წწ. სეზონიდან მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა.

"უკვე ვფიქრობდი, რომ ამ სეზონში უგოლოდ დავრჩებოდი, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ მომხდარა", აღიარა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა. ეს გოლი ჰუმელსისთვის ჯილდო იყო, რადგანაც თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ცენტრალურმა მცველმა პოზიციის არჩევის დროს შეცდომებს არ უშვებდა და ორთაბრძოლებში მშვენივრად გამოიყურებოდა. მან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გუნდმა კარები ისევ მშრალად შეინახა. საერთო ჯამში, ჰუმელსი ყველგან ასწრებდა, მეტოქის საჯარიმოშიც რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა.

ხუთი გზის გერმანიის ჩემპიონი სტანდარტული სიტუაციების დროს სტაბილურად ერთვებოდა და საკუთარი გოლი კანონზომიერად თაური დარტყმის შემდეგ მიითვალა. "ესეთი გეგმა გვქონდა. ბურთი ამ ზონაში უნდა მომხდარიყო, სადაც საჭირო დროს მე ვიქნებოდი", განაცხადა თავით თამაშის ოსტატმა.

"ჩაწოდებებს და თავით თამაშს ხშირად ვავარჯიშებთ. მოხარული ვარ, რომ ამან შედეგი მნიშვნელოვან მომენტში მოგვიტანა". მიმდინარე სეზონში ბაიერნელებმა თაური დარტყმების შემდეგ ბევრი ბურთი გაიტანეს. მიუნხენელების ანგარიშზე უკვე 16 ესეთი გოლია. დორტმუნდთან მატჩში "მეორე სართულზე" ბაიერნის უპირატესობა ნათლად ჩანდა.

უკვე პირველ წუთზე, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, ჰუმელსს ბურთის გასატანად რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა. მე-19 წუთზე მიულერმა ბურთი ხარიხას გაარტყა. 31-ე წუთზე ბურკიმ ჰუმელსის დარტყმის შემდეგ საკუთარი გუნდი გადაარჩინა. 43-ე წუთზე გნაბრიმ თავისი ბურთი ასევე თაური დარტყმით შეაგდო.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ბაიერნი ისევ ეცდება ამ მრისხანე იარაღის გამოყენებას. ამ გამარჯვების შემდეგ ბაიერნი დორტმუნდს ერთი ქულით უსწრებს. "ამ მინიმალურ უპირატესობის დაცვას მთელი ძალებით ვეცდებით", განაცხადა ჰუმელსმა, რომელსაც ჩემპიონატის დასასრულამდე ბურთის გატანა ისევ სურს.


08-04-2019