სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

"A-დან Z-მდე მშვენიერი თამაში იყო"

ტურის ცენტრალურ მატჩში წარმატების შედეგად ბაიერნი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს დაუბრუნდა. "ვთვლი, რომ გასულ შეხვედრაში უმაღლესი დონის თამაში სრული 90 წუთის განმავლობაში ვაჩვენეთ", თქვა კმაყოფილმა ნიკო კოვაჩმა ფინალური სასტვენის შემდეგ. მთავარმა მწვრთნელმა განსაკუთრებით პირველი ტაიმი აღნიშნა, რომელშიც მის გუნდმა "სენსაციურად" ითამაშა. "პირველივე წუთებიდან მეტოქეზე ზეწოლას ვახდენდით. თამაშის სადავეებს ვაკონტროლებდით. ორთაბრძოლებს ვიგებდით. გასულ შეხვედრაში შთამბეჭდავი ფეხბურთი ვაჩვენეთ", განაცხადა კოვაჩმა.

მატს ჰუმელსმა (მე-10 წუთი) და რობერტ ლევანდოვსკიმ (17.), რომელმაც 200-ე ბურთი შეაგდო, განადგურებას საფუძველი ჩაუდგეს. შემდეგ შესვენებაზე გასვლამდე თავისი ბურთები ხავი მარტინეზმა (41.) და გნაბრიმ (43.) შეაგდეს. "პირველი ტაიმი წარმოუდგენელი გამოვიდა. ალიანც არენაზე ესეთი სანახაობა იშვიათი მოვლენაა", აღიარა თომას მიულერმა. მატჩის მიწურულს (89.) ლევანდოვსკიმ ტაბლოზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა. "ჩვენს მიერ შესრულებული თამაში A-დან Z-მდე მშვენიერი იყო", განაცხადა მიულერმა.

ბაიერნმა სწრაფი კონტრშეტევა მხოლოდ მატჩის დასაწყისში დაუშვეს, როდესაც დაუდმა ბურთი ძელს გაარტყა. შემდგომში მიუნხენელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეს შეტევის საშუალება არ მისცეს. "ჩვენ არა მხოლოდ ფეხბურთს ვთამაშობდით, არამედ ორთაბრძოლებში შევდიოდით და მათ ვიგებდით. საფეხბურთო მსოფლიოს სიგნალი გავუგზავნეთ იმის შესახებ, რომ ვერცხლის სინი ჩვენი იქნება", თქვა მიულერმა.

კაპიტანი მანუელ ნოიერი, რომელიც Der Klassiker-სთვის ფეხის ტრავმის შემდეგ მწყობრს დაუბრუნდა, ასევე დარჩა კმაყოფილი გუნდის "ძალიან კარგი" გამოსვლით. "პირველად დიდი ხნის განმავლობაში მართლაც რომ მნიშვნელოვანი მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ", თქვა მანუელ ნოიერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს "ბაიერნის დღე" იყო. მაგრამ 33 წლის მეკარემ განაცხადა, რომ "დიდ ეიფორიას" ადგილი არ უნდა ჰქონდეს. "ყველა დარჩენილ მატჩში 100%-ით დახარჯვა გვმართებს. ყოველ კვირას გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ".

"უპირატესობა დავიბრუნეთ. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. დარჩენილი 6 მატჩის მოგება გვმართებს. ეს ცხადია", განაცხადა მიულერმა. კვირა დღეს ბაიერნი დიუსელდორფს შეხვდება. თომას მიულერის მოლოდინით მატჩი რთული იქნება. "ჩვენთვის ცნობილია, რომ 3 ქულას ისე უბრალოდ არ გვაჩუქებენ", დაასრულა ნახევარმცველმა.


08-04-2019