სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ 200-ე ბურთი გაიტანა

შეხვედრის მე-17 წუთზე ლევანდოვსკიმ ზაგადუს შეცდომა გამოიყენა და ანგარიში 2:0-მდე გაზარდა. ეს გოლი ფორვარდისთვის ბუნდესლიგის ფარგლებში 200-ე გახდა. გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში პოლონელი მხოლოდ მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია. მატჩის მიწურულს ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა და მატჩის დასკვნითი შედეგი 5:0 დააფიქსირა.

"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. არ მეგონა, რომ ბუნდესლიგაში ამდენი ბურთის გატანას შევძლებდი", თქვა მატჩის შემდეგ გახარებულმა თავდასხმელმა. საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ლევანდოვსკის მხოლოდ გერდ მიულერი (365), კლაუს ფიშერი (268), მისი ყოფილი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი (220) და მანფრედ ბიურგსმიულერი (213) უსწრებენ.

"ამ კლუბში მოხვედრით ძალიან ამაყი ვარ", თქვა ლეგიონერთა შორის საუკეთესო ბომბარდირმა. მას კიდევ 1-2 საფეხურით ასვლის იმედი აქვს. "არც ისე შორს არიან. სავარაუდოდ პოზიციის გაუმჯობესებას შევძლებ".

მაგრამ რეკორდები თავდასხმელისთვის მეორე პლანზე გადადის. ახლა გუნდთან ერთად მას ბოლო ტურამდე პირველი ადგილის შენარჩუნება სურს. "გასულ შეხვედრაში გავიმარჯვეთ, მაგრამ დორტმუნდს მხოლოდ ერთი ქულით ვუსწრებთ. დარჩენილ მატჩებში მოგებების შემთხვევაში ჩემპიონები გავხდებით", განაცხადა ლევანდოვსკიმ, რომელმაც მატჩში უფრო მეტი დარტყმა განახორციელა (8), ვიდრე მთელმა ბორუსიამ (4).

ის, რომ ლევანდოვსკიმ თავისი საიუბილეო გოლი დორტმუნდს გაუტანა დამთხვევა არ არის. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ რობერტი უკვე ზედიზედ მეხუთე მატჩში იტანს. Der Klassiker-ის ფარგლებში ლევანდოვსკის უკვე 15 გოლი დაუგროვდა (14 ბაიერნის მაისურში და 1 დორტმუნდის რიგებში), რაც მას ამ დაპირისპირების რეკორდსმენად ხდის. ლევანდოვსკის უკვე თვით დიდი გერდ მიულერიც ჩამორჩა (14).


07-04-2019