სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფავრე: მეტოქემ გაკვეთილი ჩაგვიტარა

"ამ 5:0-ის გადახარშვა ძალიან რთულია. მაგრამ ბაიერნმა ესეთი გამარჯვება დაიმსახურა. მეტოქემ გაკვეთილი ჩაგვიტარა. მაგრამ ანგარიშის გახსნა შეგვეძლო და მატჩზე ეს გავლენას მოახდენდა. შემდგომში ბაიერნი შეხვედრაში დომინირებდა, მაღალი ტემპით თამაშობდა, ჩვენზე უკეთესები იყვნენ. პირველი ტაიმში 4:0-ის შემდეგ მატჩში დაბრუნება წარმოუდგენლად რთული იყო", განაცხადა ლუსიენ ფავრმა.

"კატასტროფულად ვითამაშეთ. თავს ძალიან ცუდად ვიცავდით. ამის ახსნა მიძნელდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ბაიერნი გასულ შეხვედრაში უფრო ძლიერი იყო. მატჩში პირველი სახიფათო მომენტი ჩვენ შევქმენით, მაგრამ მინდორზე მაინც უარესი გუნდი ვიყავით", დაამატა მარკო როისმა.


07-04-2019