სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: პირველ ტაიმში სენსაციურები ვიყავით

"ვთვლი, რომ უმაღლესი დონის თამაში სრული 90 წუთის განმავლობაში ვაჩვენეთ. განსაკუთრებით პირველ ტაიმში ყველა პარამეტრის მიხედვით სენსაციურები ვიყავით. გუნდის მიერ ნაჩვენებმა ფეხბურთმა დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა. ამით მოხარული ვარ. გუნდს გამარჯვებას და კარგი თამაშის დემონსტრირებას ვულოცავ. ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში დამსახურებულია. წინ კიდევ 6 მატჩია და ყველამ ნახა, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. როგორც ჩვენ ასევე დორტმუნდს რამდენიმე რთული შეხვედრის ჩატარება მოუწევს. შესაბამისად არ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია", განაცხადა ნიკო კოვაჩმა.


07-04-2019