სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა დორტმუნდი დაჩაგრა!

მეორე წუთზე ლევანდოვსკის წაქცევისთვის მსაჯს პენალტის დადება შეეძლო, მაგრამ არ გარისკა.

მეექვსე წუთზე ბაიერნი სასწაულად გადარჩა. დაუდმა ბურთი ძელს გაარტყა.

სამ წუთში ბაიერნმა ანგარიში გახსნა! კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ჰუმელსმა თაური დარტყმით კარებში გადააგზავნა, 1:0!

მე-12 წუთზე ტიაგომ ჯარიმიდან ბურთი კარებში გაუშვა, მაგრამ ბურკიმ მოიგერია.

მე-16 წუთზე ლევანდოვსკიმ უმაღლესი დონე აჩვენა და ანგარიში 2:0-მდე გაზარდა!

შემდეგ შეტევაში ლევანდოვსკის დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურკიმ მოიგერია.

კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მიულერმა თაური დარტყმით კარებში გადააგზავნა, მაგრამ ბურკიმ ისევ მოიგერია.

31-ე წუთზე ისევ კუთხური, ისევ ჰუმელსის დარტყმა, მაგრამ ბურკიმ დარტყმა მოიგერია.

38-ე წუთზე ლევანდოვსკის თაური დარტყმა ბურკიმ მოიგერია.

ორ წუთში მარტინეზმა მესამე ბურთი შეაგდო, 3:0!!! მანამდე ბურკიმ მიულერის დარტყმა მოიგერია.

43-ე წუთზე ბაიერნმა დორტმუნდს მეოთხე ბურთი გაუტანა! მიულერმა გნაბრის თავზე ჩაუწოდა და სერჟმა მეკარესგან მარჯვენა კუთხე დალაშქრა, 4:0!!!

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 4:0 გავიდნენ. ბაიერნმა სასწაული პირველი ტაიმი ჩაატარა.

მეორე ტაიმი ნელ ტემპში დაიწყო.

55-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ბურთს ვერ მიწვდა, თორემ ანგარიში გაიზრდებოდა.

10 წუთში ლევანდოვსკიმ და ჰუმელსმა სწრაფ შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ დასკვნითი გადაცემა პოლონელს ვერ გამოუვიდა.

68-ე წუთზე რიბერი გამოვიდა, მან კომანი შეცვალა, რომელსაც ბარძაყთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

76-ე წუთზე გნაბრიმ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად.

78-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მშვენიერი მომენტი ვერ გამოიყენა.

80-ე წუთზე სათამაშო დრო სანჩესსაც მიეცა. პორტუგალიელმა მიულერი შეცვალა.

89-ე ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა, 5:0!

მატჩი ესეთი ანგარიშით დასრულდა! რევანში შედგა!


06-04-2019