სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ტოპ დონის მატჩის მოლოდინშია

საღამოს შეხვედრის ტრანსლაცია მსოფლიოს 205 ქვეყანაში შედგება. ალიანც არენაზე გამარჯვების შემთხვევაში ბაიერნი პირველ ადგილს დაუბრუნდება და დორტმუნდთან ერთქულიანი უპირატესობა ექნება.

"საღამოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვა მოგვიწევს. გუნდის წინაშე ყოველთვის გამარჯვების მოპოვების ამოცანა დგას. მეტოქის ვინაობას მნიშვნელობა არ აქვს", განაცხადა ნიკო კოვაჩმა. "საკუთარი გულშემატკივრების წინაშე წარმატებული შედეგის მიღწევა გვსურს. ჩემპიონის ტიტულის ბრძოლაში გამარჯვებული უპირატესობას მოიპოვებს. მოგება ჩვენთვის აუცილებელია", აღნიშნა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

ბაიერნის ფეხბურთელებისთვის მომდევნო მატჩის მნიშვნელობა გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ ტურებში ყველაფერია შესაძლებელი. "გამარჯვებული გუნდი უპირატესობას მოიპოვებს. სწორი მიმართულება იქნება გაკვალული, მაგრამ მოგება ჩემპიონატში გამარჯვების გარანტს არ იძლევა", თქვა თომას მიულერმა, რომელიც "100%-ით დარწმუნებულია", რომ საღამოს "ბაიერნი" მინდორს გამარჯვებულის სტატუსში დატოვებს.

"სეზონის ყველაზე საინტერესო შეხვედრაა. მთელი გერმანია მის მოლოდინშია. რა თქმა უნდა, გამარჯვების მოპოვება გვსურს. ზუსტას ესეთი მატჩებისთვის ამ კლუბში თამაშობ. ყველას დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. სულ სხვა გუნდს იხილავთ, ვიდრე ეს ჰაიდენჰაიმთან მატჩში იყო. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის თამაშს ვაჩვენებთ", განაცხადა ლეონ გორეცკამ.

5 თვის წინ ბაიერნი ანგარიშში ორჯერ წინ იმყოფებოდა, მაგრამ მაინც დამარცხდა (2:3). "დორტმუნში ჩატარებული შეხვედრის პირველ ტაიმში სრულიად ვდომინირებდით. ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ შემდგომში გამარჯვების მოპოვება ვერ შევძელით", გაიხსენა კოვაჩმა. მწვრთნელი გუნდისგან საუკეთესო თამაშის დემონსტრირებას "ორივე ტაიმში" ითხოვს. 47 წლის სპეციალისტი "თანაბარი და საინტერესო შეხვედრის" მოლოდინში იმყოფება. "გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს", დარწმუნებულია კოვაჩი.

როგორც წინა მატჩებში კოვაჩს რობენი, ტოლისო და დეივისი დააკლდება. კაპიტანმა მანუელ ნოიერმა და დავიდ ალაბამ პარასკევს საერთო ჯგუფთან ივარჯიშეს. "თავს კარგად ვგრძნობ. კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადე. იგივე გუნდის მდგომარეობასაც ეხება", თქვა ალაბამ. ალაბას და ნოიერის მონაწილეობის საკითხი მატჩის წინ გაირკვევა.


06-04-2019