სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

შაბათის მატჩი ალიანც არენაზე ბაიერნსა და დორტმუნდს შორის ამ გუნდებისთვის საიუბილეო მე-100 იქნება. წინა 99 შეხვედრაში რეკორდმაისტერმა 45 გამარჯვება მოიპოვა, 29 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა 25 მეტოქეს სასარგებლოდ დასრულდა. შაბათს საღამოს ბაიერნს 46-ე გამარჯვების მოპოვება აუცილებლად სჭირდება.

ბაიერნმა ჩემპიონატის საშინაო 7 შეხვედრაში ზედიზედ 7 გამარჯვება მოიპოვა, ბურთების შეფარდებით 24:2. რეკორდმაისტერს დორტმუნდის წინააღმდეგ ზედიზედ 4 გამარჯვება აქვს მოპოვებული, საერთო ანგარიშით 17:3. ზედიზედ მესამე ჩემპიონატში ბაიერნი დორტმუნდს 28-ე ტურში მასპინძლობს. 2 წლის წინ რეკორმაისტერმა მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა, შარშან, 2018 წლის 31 მარტს, სულაც ანგარიშით 6:0 გაანადგურა. მაგრამ ამჯერად ბაიერნს გაუჭირდება. მიმდინარე სეზონის გასვლით შეხვედრებში დორტმუნდმა მხოლოდ 12 ბურთი გაუშვა, რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.

წინა ტურში ბაიერნმა დორტმუნდს პირველი ადგილი დაუთმო. ალიანც არენაზე გამარჯვების შემთხვევაში ბაიერნი ლიდერობას დაიბრუნებს. პირველად 10 წლის განმავლობაში პირველი ადგილის ვინაობა ესე გვიან გადაწყდება. 2009/10 წწ. სეზონში 29-ე ტურის წინ ბაიერნი მეორე ადგილზე იმყოფებოდა და სტუმრად ჩემპიონატის ლიდერთან შალკესთან ჩავიდა. ის შეხვედრა მიუნხენელების სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა. ბაიერნმა პირველი ადგილი დაიბრუნდა და ჩემპიონატის ბოლომდე შეინარჩუნა. ახლა გუნდს ამის გამეორება მმართებს!

ბოლო წლებში ეს ორი გუნდი ბუნდესლიგაზე დიდ გავლენას ახდენენ. უკანასკნელი 25 ჩემპიონატიდან გუნდებმა 21 მოიგეს: ბაიერნმა 16-ჯერ, დორტმუნდა კი 5-ჯერ. 2010 წლის ზაფხულიდან გუნდები ერთმანეთს 16-ჯერ შეხვდნენ და აქედან 8 შემთხვევაში პირველადგილოსანი მეორეადგილოსანს უპირისპირდებოდა.

ბოლო 2 ტურში დორტმუნდმა გამარჯვებები კომპენსირებულ დროში მოიპოვა. მიმდინარე სეზონში მეტოქემ 90-ე წუთის შემდეგ უკვე 9 ბურთი გაიტანა, რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია. ბუნდესლიგის ისტორიაში პაკო ალკასერი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კომპენსირებულ დროში 5 ბურთი შეაგდო, აქედან გამომდინარე ბაიერნს ფინალურ სასტვენამდე კონცენტრაციის შენარჩუნება მმართებს!


05-04-2019